აშშ ცვლის საერთაშორისო პოლიტიკას და  მსოფლიოს
1 min read

აშშ ცვლის საერთაშორისო პოლიტიკას და მსოფლიოს

გუბერნატორთა რესპუბლიკური ასოციაციის შეკრებაზე,
რომელსაც რვა ახლადარჩეული გუბერნატორიც
ესწრებოდა, აშშ-ს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა
ასოციაციის მეთაურს ბრაიან კემპს
და
აბსოლუტურად მშვიდად, ყოველგვარი ემოციისა და
აღგზნების გარეშე, გამიზნულად და მკაფიოდ
ჩამოაყალიბა მ თ ა ვ ა რ ი ა მ ო ც ა ნ ე ბ ი, რომლებიც
ცვლის არა მხოლოდ აშშ-ს,
არამედ, ცვლის საერთაშორისო მდგომარეობას და
მსოფლიო პოლიტიკას:

ეს არის ტექტონიკური ხასიათის ძვრები, რომლებიც
შეიძლება განხორციელდეს მსოფლიოს სამი
მთავარი პოლიტიკური მოთამაშის თანხმობის პირობებში
(მხოლოდ!) და ურთიერთვალდებულებებისა და
პასუხისმგებლობების განაწილებით.

აი, რა იყო მთავარი ამ შეხვედრაზე
(მე მხოლოდ ამოვკრიბე ის, რაც მიმაჩნია ყველაზე
უმთავრესად. ვთარგმე პრაქტიკულად სინქრონულად,
მაგრამ არა მგონია, რაიმე ნიუანსი გამორჩენოდა):

1.
“მე მსმენია ფორტ ნოქსის შესახებ. აი, სად ინახება ოქრო.
მე მინდა წავიდე იქ, გავაღო კარები და ვნახო, მართლა
არის თუ არა იქ ოქრო, სიტუაცია ირყევა, მრავალი
ხმაურია. ჩვენ გვინდა გავიგოთ, მოიპარა თუ არა ვინმემ
ოქრო ფორტ-ნოქსიდა. მე მინდა დავრწმუნდე, გვაქვს თუ
არა იქ 400 ტონა ან მასთან ახლო რაოდენობის ოქრო. მე არ
მინდა ისე გამოვიდეს, რომ გავაღებთ კარებებს და
კარადები ცარიელია.”
(ტრამპი მიანიშნებს იმ ხმებზე, რომ წინა ხელისუფლების
მიერ ეს ოქროს მარაგგები ხელხლებულია უკანონოდ და გატანილია.)
2.
“სანამდე მივედით ჩვენ განათლების სფეროში!
ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ გაფლანგვები,
თაღლითობები და ბოროტად გამოყენება, დაახლოებით
1,5 ტრლნ დოლარამდე თანხის ოდენობით. თუ ჩვენ ამას
შევძლებთ, ჩვენ შევძლებთ ბიუჯეტების დაბალანსებას.
ჩვენ შევძლებთ მრავალი სხვა რამის გაკეთებას. “.
3.
“კანადას მოუწევს ტარიფების გადახდა ავტომობილებზე,
ხე-ტყეზე, ნავთობზე, ბუნებრივ აირზე და ა.შ. ისინი
აშშ-დან იღებენ თავისი პროდუქციის 95%-ს. მე ვფიქრობ,
რომ ისინი უნდა გახდნენ 51-ე შტატი.”
(მან მიანიშნა, რომ კანადის ჰიმნი შესანიშნავია და
მოგვიწევს იგი შევინარჩუნოთ 51-ე შტატის ჰიმნადო).
“ვფიქრობ, რომ გუბერნატორი ტრიუდო ასრულებს შესანიშნავ სამუშაოს. ვფიქრობ, ეს მას დაუჯდა არჩევად.”
4.
“პატიოსნად რომ გითხრათ, ჩვენ ასევე შევხედავთ
გრენლადიასაც.”
5.
“ჩვენ უნდა დავიბრუნოთ პანამის არხი. იმიტომ, რომ ეს
საქმე არ არის (ანუ რაც ხდება იქო – დ.გ.-ს შენ.),
ჩვენ, უბრალოდ, პანამის არხი მმივეცით პანამელებს.”
და ა.შ. და ა.შ.

p.s.
მსოფლიო იცვლება!
საქართველო დგას მენტალური კატასტროფის წინაშე, –
32-წლიანმა ვირეშმაკულმა სახელისუფლებო პოლიტიკამ,
უსაზიზღრესმა უპასუხისმგებლობამ. მარიონეტიზაციამ,
განათლებისა და მეცნიერების იგნორირებამ და
მიზანმიმართულმა განადგურებამ, ბელადომანიამ, –
ამ ავადმყოფობამ და ნებისმიერი ნორმალური ადამიანის
ღირსების შემლახავმა გონებადამთხვეულობამ,
გახლიჩა ქვეყანა და ადამიანთა საკმაო ნაწილი
ადამიიანის უზნეობისა და გაუნათლებლობის ფსკერზე
დაიყვანა – ისინი “ქოცებად” და “ნაცებად” აქცია,
თაანამემამულე შეაძულა, თუ მასავით
გონებადამთხვეული აზროვნებისა არ არის და,
პრაქტიკულად, საქართველო ფსიქიკურად აშლილი
ხალხის საკმაო ნაწილის სათარეშოდ აქცია.

სამყარო იცვლება!
ჩვვენც უუნდა შევიცვალოთ, რადგან საკუთარი
სახელმწიფოს ქონა ამას მოითხოვს!

დავუშვათ, წლებია არ გესმოდათ, როცა ამას
გადაგვარებული ხალხის შემოტევის პირობებში ვწერდი,
არ გჯეროდათ, მაგრამ ახლა ხომ ყველაფერი სახეზეა?!
რას ვაპირებთ, – რეალობას ვეჩხუბებით?!
ფაქტებს ვეჩხუბებით და… ვაგრძელებთ
გონებადამთხვეულობას?!

ვერ გააგრძელებთ, რადგან ამას მალე დასასრული ექნება!
და ეს ყველაფერი ამ ქვეყნის ფარგლებში გაკეთდება.

(ფოტო გამოსვლის დროს გადავიღე, როცა ახლადარჩეული
გუბერნატორებისკენ იშვერს ხელს და წამოდგომას
სთხოვს).

დემურ გიორხელიძის პოსტიდან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *