რის სანაცვლოდ აპირებს ვოლოდიმირ ზელენსკი გადადგომას?
1 min read

რის სანაცვლოდ აპირებს ვოლოდიმირ ზელენსკი გადადგომას?

რატომ გადაწყვიტა უკრაინის პრეზიდენტმა პოსტის დატოვება?  აიძულეს თუ რის სანაცვლოდ აპირებს გადადგომას ?

სამწლიანი უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს.

პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვაზე, მზად ხართ თუ არა დატოვოთ პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს ნიშნავს მშვიდობას უკრაინისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ასე უპასუხა:

„უკრაინაში მშვიდობისთვის თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ ჩემი პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ზეკენსკი აცხადებს,ის მზადაა, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდაც.მისი თქმით,

პრეზიდენტად „ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ აპირებს”.

როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნა გაითვალისწინა,წარუმატებელი ომის შემდეგ,მას სხვა გზაც არ დარჩენია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *