
“თქვენ გსურთ ძალიან ცუდი რაღაცები ვთქვა პუტინზე, შემდეგ მივიდე და შეთანხმებაზე მოველაპარაკო”
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში შედგა, შეხვედრის დროს აშსს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაფიქრების და სიტუაციის გაცნობიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით რომ არა ამერიკა უკრაინა დიდი ხანია დამარცხებული და განადგურებული იქნებოდა.
“რომ არა ამერიკა,ომი დიდი ხანია დასრულდებოდა,თქვენ უნდა გააცნობიეროთ,რომ ამ ომს ადამიანები ეწირებიან და თუ კლავ გაგრძელდება კიდევ უფრო მეტი დანაკარგი იქნება,ამ ომს თქვენ ვერ მოიგებთ.
თქვენ გსურთ ძალიან ცუდი რაღაცები ვთქვა პუტინზე, შემდეგ მივიდე და შეთანხმებაზე მოველაპარაკო – ეს ასე არ მუშაობს. მე არ ვარ არავის მხარს, მე არ ვარ პუტინის მხარეს, მე ვარ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე, მსოფლიოს მხარეს.