თურქმა გულშემატკივარმა ქართულ დროშას დააურთხა, რასაც  ჩხუბი მოჰყვა”
1 min read

თურქმა გულშემატკივარმა ქართულ დროშას დააურთხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა”

მე­სა­მე დღეა დორ­ტმუნდში თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს მატ­ჩის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. ჩვენ იმ დღეს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ვწერთ, მო­სახ­ლე­ო­ბას გაც­ნობთ გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლე­ბიც იმ დღეს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცნენ.

ჩვენ უკვე გა­გა­ცა­ნით იმ დღის გმი­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის სექ­ტორ­ში აფ­რი­ა­ლებ­და, ასე­ვე ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც სტა­დი­ონ­ზე სა­კუ­თარ ქვეყ­ნებს გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ამ­ჯე­რად თე­ლა­ველ ვა­ლე­რი ბო­ჭო­რიშ­ვილ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც დღის გმი­რად, ჯერ კი­დევ მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე იქცა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე დორ­ტმუნ­დის სტა­დი­ონ­ზე და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, რა დრო­საც ქარ­თველ და თურქ გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფა­ნებს შო­რის გერ­მა­ნუ­ლი სპეც­რაზ­მი ჩად­გა და ვი­თა­რე­ბაც გა­ნი­მუხ­ტა. ერთი ტა­ი­მის შემ­დეგ კი ორი­ვე მხა­რეს მყო­ფი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და­ა­კა­ვეს.

ვა­ლე­რი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ფო­ტომ, სა­დაც კა­ხე­ლი ფა­ნის მო­ღე­რე­ბუ­ლი მუშ­ტი ჩანს თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის მი­მართ ორი დღის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო მე­დი­ე­ბი მო­ი­ა­რა. რა მოხ­და გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა რი­გებ­ში და რა­ტომ და­ი­წყო ჩხუ­ბი, მთა­ვა­რი გმი­რი გერ­მა­ნი­ი­დან გვიყ­ვე­ბა

– თე­ლა­ვი­დან-გერ­მა­ნი­ა­ში მატჩზე და­სას­წრე­ბად ხუთი მე­გო­ბა­რი მან­ქა­ნით წა­ვე­დით. 13-ში ღამე 12 სა­ათ­ზე გა­მო­ვე­დით და 17-ში უკვე გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვით, ქა­ლაქ ესენ­ში. აქ დავ­ბი­ნავ­დით, იქამ­დე კი გა­მო­ვი­ა­რეთ თურ­ქე­თი, ბულ­გა­რე­თი, სერ­ბე­თი, უნ­გრე­თი, ავ­სტრია და შე­მო­ვე­დით გერ­მა­ნი­ა­ში. 18-ში დი­ლას, თა­მა­შის დღეს დორ­ტმუნდში მა­ტა­რებ­ლით წა­ვე­დით, აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30 კი­ლო­მეტ­რია. უესტ პარკში ქო­მა­გებ­თან ერ­თად შე­ვიკ­რი­ბეთ, გა­ვერ­თეთ, ცოტა ლუდი დავ­ლი­ეთ, ვიმ­ხი­ა­რუ­ლეთ, თა­მა­შის­თვის გან­წყო­ბას ვიქ­მნი­დით. შემ­დეგ მატჩზე მსვლე­ლო­ბით წა­ვე­დით.

– რა მოხ­და სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლის შემ­დეგ?

– რო­დე­საც სტა­დი­ონ­ზე შე­ვე­დით, ის სექ­ტო­რი, სა­დაც ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ქო­მა­გე­ბი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი თურ­ქებს ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც შეც­დო­მა იყო, არ ვიცი, ვისი მხრი­დან, უე­ფა­სი თუ ვინ­მემ გა­და­ყი­და ბი­ლე­თი და თურ­ქებს მი­ყი­და, ვერ გე­ტყვით. ფაქ­ტია იქ იყ­ვნენ. რა­მაც თა­ვი­დან პა­ტა­რა და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია”.აღ­მოჩ­ნდა, რომ გვერ­დით სექ­ტორ­ზეც მთლი­ა­ნად თურ­ქე­ბი იყ­ვნენ, სა­დაც რო­გორც წესი, რეგ­ლა­მენ­ტით და ბი­ლე­თე­ბით იქაც ქარ­თვე­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მე­ზო­ბე­ლი სექ­ტო­რი­დან ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით იგი­ნე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ჩვენც არ და­ვა­კე­ლით. იყო შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, რა­ღა­ცებს ის­როდ­ნენ, ლუ­დის ქი­ლებს, დრო­შის სა­მაგრ პა­ტა­რა ჯო­ხებს. ჩვენც აქე­დან ვა­ყე­ნებ­დით შე­უ­რა­ცხყო­ფას. მერე უცებ ერთ-ერ­თმა თურ­ქმა ჩვენს პა­ტა­რა დრო­შას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. კონ­კრე­ტუ­ლად ზედ და­ა­ფურ­თხა. რა­მაც გა­მო­იწ­ვია ეგ ყვე­ლა­ფერი.

“კვირის პალიიტრა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *