9 აპრილის გმირები
https://www.facebook.com/share/v/18JNbPCSdu/ 9 აპრილის გმირის თამარ ჭოველიძის მამა აცხადებს,რომ 9 აპრილს დაღუპულებს გმირის საბუთი მაინც უნდა მისცენ,რადგან ეს მათ დაფასებას ნიშნავს.
ვრცლად იხ,ვიდეო.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა.
37 წლის წინ თბილისში,დილის 04.00. საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა.
საპროტესტო აქციაზე მთელი ქართველი ერი საქართველოს დამოუკიდებლობას და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლას ითხოვდა,რასაც მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევა მოჰყვა,დაიღუპა 21 ადამიანი.
დაღუპულთაგან 16 ქალია, აქედან ერთ-ერთი ელისო ჭიპაშვილი ფეხმძიმედ იყო. თამარ ჭოველიძე, ეკა ბეჟანიშვილი და ნათია ბაშალეიშვილი კი საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლობდნენ.
მანამდე, კი ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში მრავალათასიანი აქციები მიმდინარეობდა.
თუმცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 1989 წლის 4 აპრილს დაიწყო,
ახლანდელი პარლამენტის და მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა და დისიდენტური მოხრაობის წარმომადგენლებმა შიმშილობა გამოაცხადეს. როდესაც დარბევა დაიწყო,შიმშილისაგან ბევრი ისე დასუსტებული იყო,გაქხეცაც კი ვერ მოასწრო.რუსი ჯარისკაცები დაუნდობლად ჩეხავდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს,დაუღუპა
21 ახალგაზრდა,უმეტესად ქალები,მათ შორის ფეხმძიმე ქალიც.მათ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ღავისუფლებას შესწირეს თავი,მათი სახელები იქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.
ეს გმირები არიან:
ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის.
https://www.facebook.com/share/v/18JNbPCSdu/
