“გაიღვიძეო, შვილო, ტყუილად ხომ არ გამოვიარეთო 400 კილომეტრი”
1 min read

“გაიღვიძეო, შვილო, ტყუილად ხომ არ გამოვიარეთო 400 კილომეტრი”

🤍წუხელ, ღამით, 3-ის ნახევარზე გადაღებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა „კარიბჭის“ გვერდზე.

მაგრამ ახლა ამ ერთი ფოტოს ისტორიის გაგრძელებაც უნდა გიამბოთ:

მამის მხრებზე ჩამოძინებული პატარა ბიჭი თავის ნათლიასთან გამოსამშვიდობებლად მოსულა. ამ კადრის შემდეგ, როგორც იქნა მიაღწიეს ტაძრის შესასვლელამდე.

მამა ეუბნება თურმე პატარას: გაიღვიძეო, შვილო, ტყუილად ხომ არ გამოვიარეთო 400 კილომეტრი. ფოტოს ავტორი, ნინო ბურანაძე დაინტერესებულა: – საიდან მოდიხართო? ბათუმიდან ჩამოსულან და მერე მრავალსაათიან რიგში გაათენეს ღამე პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად.

იხარეთ, იდღეგრძელეთ, უფალმა შეგიწიროთ ეს ღვაწლი და დიდი ბედნიერება მოგმადლოთ <3 წყარო : კარიბჭე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *