უფლებადამცველი გიორგი თევზაძე 9 აპრილის შესახებ (video)
1 min read

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე 9 აპრილის შესახებ (video)

ინტერვიუ პირველ უფლებადამცველ გიორგი თევზაძესთან,რომელიც 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილე და დაზარალებულია.

გიორგი თევზაძე:
-ოცდაჩვიდმეტი წელი გავიდა მას შემდეგ,რაც ბოლშევიკურმა რუსეთის საბჭოთა იმპერიამ, ჩვეული ძალმომრეობა,კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ერს და მსოფლიოს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას,თავისუფლებისმოყვარე ქართველ ერი,ერთსულოვნად ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას-
1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკებმა ძალმომრეობით გასააბჭოვეს საქართველო.
თუ რა მძიმე შედეგები მოუტანა ამან საქართველოს და ქართველ ერს ამაზე არ შევჩერდები…
უდავოა, რომ 1989 წლის 9 აპრილი, უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში,თავისი მნიშვნელობით-როგორც საქართველოს სიმამაცის, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავისუფლების ბრძოლის თავგანწირვის მაგალითი.

1989 წლის 8 აპრილს,რუსეთიდან გამოგზავნილ სადამსჯელო რაზმის ხელმძღვანელებს ეგონათ, თუკი ისინი თბილისის ქუჩებში ტანკებით გადაადგილდებოდნენ,მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები,ამ მანევრით შეშინდებოდნენ.

თუმცა,მათ არ იცოდნენ ქართველი ერის ბუნება,რუსეთის სადამსჯელო რაზმი წინაღმდეგობას არ ელოდა.
მაშინ რუსთაველის გამზირზე,მთავრობის სასახლის წინ,მთელი ქართველი ერი, ერთ მუშტად იყო შეკრული იდგა.

9 აპრილს,გამთენიისას,4 საათზე საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო.
რუსეთი საუკუპაციო ჯარისკაცები და სპეციალური დანიშნულების „სპეც-ნაწილების“ შეიარაღებული ჯალათები, ტანკებით,ალესილი ბარებით,რკინის ხელკეტებით, დაუდგენელი მომწამლელი გაზის გამოყენებით,
დაიძრნენ მთავრობის სასახლისაკენ,სადაც გაერთიანებული ქართველი ერი იდგა.
ქართველი პატრიოტი მამულიშვილები, საქართველოს დამოუკიდებლობას მოთხოვნდნენ.

დაიწყო საშინელი დარბევა.ამ დარბევისას დაიღუპა 21 ახალგაზრდა,მათ შორის 1 ფეხმძიმე ქალი,ასობით მშვიდობიანი მომიტინგე დაშავდა და მოიწამლა.საავადმყოფოები სავსე იყო ნიჩბებით დაჩეხილი და მოწამლული ადამიანებით.მათ შორის მოვიწამლე მეც, გაურკვეველი მომწამვლელი გაზით,რომელიც რუსმა ჯალათებმა აქციის დარბევისას გამოიყენეს”- აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

(ვრცლად იხ.ვიდეო)

https://youtu.be/WtlzGH6muhg (video)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *