“ცხენზე გამოაბა და ათრია”- 9 წლის ნატა ვიბლიანის უმძიმესი ისტორია
⭕ „გამოძიებამ აიღო ნატა ვიბლიანის ნერწყვის ნიმუში. ასევე აღიწერა იარა, რომელიც ქალს აქვს იღლიის ქვედა ნაწილში. ეს დაზიანება მიადგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემატურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ის ცხენზე გამოაბა და ათრია. ამის კვალი დაზარალებულს დღემდე ემჩნევა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ნატა ვიბლიანის ადვოკატი
⭕ ივლისის ბოლოს, ემიგრანტი ქალი, დისტანციურად, უცხოეთიდან საქართველოში, 4 დღის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას საგამოძიებო უწყებას. ადვოკატი გამოკითხვის ხანგრძლივობას უპრეცედენტოს უწოდებს.
