” პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა”- სკანდალი ციხეში
რა კადრებიც დღეს გამოქვეყნდა, უკვე ასახავს არაადამიანურ მოპყრობას. პატიმარი გადაწვენილი ჰყავთ, აუცილებლობის გარეშე არასწორად ეხებიან, ბადრაგს ხელზე ხელთათმანი აქვს… ერთმანეთს ეფარებიან, რომ კადრი დაფარონ. საშინელებებს ყვება პატიმარი პროცესზე. ოჯახის თქმით, სხვა ჩანაწერებიც არსებობს.
გიორგი დავითაძე ამბობს: „ჩამიყვანეს დეესკალაციაში (კარცერი) და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“.
ყველა პასუხს აგებს, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს ან ამართლებს!
ამის შემდეგ პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.
კაცს, ოჯახის უფროსს, მამას, არანაირი ინტერესი არ აქვს, სიცრუე თქვას.
ეს არის ტრაგედია! ეს არის უმძიმესი განცხადება! ვინც ამაზე გაბრაზების ნაცვლად დამნაშავეების დაცვის გზას ირჩევს, თავადაც წამების თანამონაწილე გამოდის.
სოლიდარობა გიორგის, მის ოჯახს და მშობლებს!
დაისაჯოს ყველა დამნაშავე! ეს უკვე სისტემური დანაშაულია. პირველად არ გვესმის პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ.”-ჟურნალუსტ ილია ჩაჩიბაიას პოსტიდან
