
მიწის მასა ჩამოიშალა და 11 ადამიანი ემსხვერპლა
ვიეტნამში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფან მინ ჩინმა უკვე დაავალა ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდნენ სტიქიის შედეგებს და ახალი წყალდიდობებისა და მეწყრებისთვის მოემზადონ.
სტიქიური მოვლენები ვიეტნამში ხშირად ხდება. ყოველწლიურად ტაიფუნებისა და წყალდიდობების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება. ვიეტნამის მთავრობის ცნობით, გასულ წელს სტიქიების შედეგად 389 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 668 – დაშავდა