“მენანები საბერძნეთო”- საბერძნეთში ხანძარი მძვინვარებს
საბერძნეთში ხანძარი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, რას წერს ანის შესახებ ემიგრანტი ქალბატონი სოციალურ ქსელში
“მენანები საბერძნეთო
++++×
განა მკერდში ქვის გული მაქვს
ვხედავ ქუჩებს, როგორ იწვის
სხვისი ჭირი ჭირად არ ვსცნო
არ დავღვარო ცრემლი მისთვის.
მისთვის ლოცვა არ წარმოვსთქვა,
და უფალს არ შევავედრო
მერე რა რომ ჩემი არ ხარ,
მენანები საბერძნეთო,
ალბათ უფალი განრისხდა,
ყოველ ზაფხულს ,ცეცხლის ალი,?
ნეტავ ამდენს როგორ უძლებ?
ზაფხულს ცეცხლით, ზამთარს წყალით..
მრავალ ტანჯვა გამოვლილო,
მენანები საბერძნეთო,
უფალს ვსთხოვ არ გაგიჭირდეს,
ჩვენთვის კარი არ ჩაკეტო.
არ მინდა ,რომ შენც დაეცე,
ისე როგორც ჩემი მხარე,
დედამ შვილი, ვინც დაწყევლა,
სუყველა შენ შეგვიფარე.
საქართველოს იმედი ხარ
ვერც აზროვნებს,ამას ბევრნი,
გადმოხვეწილ ემიგრანტებს,
როგორ მოგვიმართე ხელი.
ჩემად ვერ გაგითავისე,
ყოფნა,მიმძიმს, კი არ მძულხარ,
ვერ გიყურებს თვალი მშვიდად,
რომ არ დაიკვნესოს გულმა.
გული კვნესის , სული მეწვის
გარს, ბრიალებს ცეცხლის ალი,
არ გისურვებ გაგიჭირდეს,
ისაზრდოვო კვლავაც ფხალით….
გადმოგხედოს შეწყალებით,
ყველა წმინდა სალოცავმა,
უფალს შევსთხოვ,დაგიფაროს
წმინდა მარიამის კალთამ
+++
/მარინა
სამყურაშვილი_გორგაძე/
12, 8 ,2024
(საბერძნეთი)
@ყველა
