საზარელი  დანაშაული-“ჯერ თოკით  გაკოჭეს, მერე ხელით მოახრჩვეს”
1 min read

საზარელი დანაშაული-“ჯერ თოკით გაკოჭეს, მერე ხელით მოახრჩვეს”

კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდეში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, იმ საბედისწერო დღეს 56 წლის და 65 წლის ძმებმა, ემზარ და ელგუჯა მედოშვილებმა, 28 წლის თანასოფლელი, ნიკოლოზ ღვინიაშვილი, თოკით გაკოჭეს, სცემეს და შემდეგ ხელით მოახრჩვეს. ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ დამნაშავეებმა თურმე ბიჭთან მეზობელიც კი არ მიუშვეს, რომელიც მომაკვდავი ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობდა. სწორედ იმ მეზობელმა ატეხა განგაში, რომელიც დანაშაულის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა, მან დარეკა 112-ში. შემთხვევის ადგილზე მალე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და ბიჭის გადარჩენა სცადა, თუმცა უშედეგოდ, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *