როგორ. მოვირჩინოთ წელის ტკივილი
1 min read

როგორ. მოვირჩინოთ წელის ტკივილი

პროცედურები უნდა ჩაიტაროთ სიმპტომების მოხსნამდე წელის ტკივილის დროს სიმპტომების მოსახსნელად სასიკეთოდ და ეფექტურად მოქმედებს დაზელა და კომპრესები. სამკურნალო საშუალებების დამზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში. პროცედურები უნდა ჩაიტაროთ სიმპტომების მოხსნამდე.

1. 100 გ მსხვილი მარილი გახსენით 1 ლ ადუღებულ წყალში, დაასველეთ ხსნარში დოლბანდი და ძილის წინ დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეიხვიეთ თბილი შარფით.

2. თაფლით დაიზილეთ წელი და შეიხვიეთ თბილი შარფით.

3. ევკალიპტის ნაყენით (იყიდება აფთიაქში) დაიზილეთ მტკივნეული ადგილი და შეიხვიეთ თბილი შარფით.

4. 1 თავი ნიორი დაჭყლიტეთ და

-0:09
გაწურეთ. ნივრის წვენს დაამატეთ 1 ლიმონის წვენი და შეიზილეთ წელის არეში. თბილად შეიხვიეთ შარფით.

5. 1 ც. საშუალო ზომის ჭარხალი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. კანიანად გახეხეთ წვრილ სახეხზე და გაწურეთ დოლბანდში. წვენი შეგიძლიათ დალიოთ, ხოლო მიღებულ ფაფაში დაამატეთ 1 ს.კ. საავიაციო ნავთი და კარგად აურიეთ. ნარევი თანაბრად გაანაწილეთ დოლბანდზე და კომპრესი ძილის წინ დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, კანსა და ნარევს შორის უნდა იყოს მოქცეული დოლბანდის ფენა. კომპრესს ზევიდან დაადეთ ცელოფანი და შეიხვიეთ თბილი შარფით. დილით ბევრად უკეთესად იგრძნობთ თავს. შესაძლოა ერთმა პროცედურამაც კი გიშველოთ.

სანამ გამოიყენებთ ზემოაღნიშნულ რეცეპტებს, უნდა გახსოვდეთ, რომ წელის ტკივილი შეიძლება იყოს გამოწვეული არა მხოლოდ ოსტეოქონდროზით, რადიკულიტით ან უბრალოდ გაციებით, არამედ ის შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული დაავადებების მომასწავებელი , როგორებიცაა თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, სასქესო სისტემის ორგანოების და სხვა.

კესო ლაღიძე
წელის ტკივილი ქალებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის ორი სახისაა: მწვავე და ქრონიკული. მწვავე ტკივილი შეიძლება გამოწვიოს მძიმე საგნის აწევამ, ტრავმებმა, მჯდომარე ცხოვრების წესმა ან ცუდ პოზაში ძილმა. რაც შეეხება ქრონიკულ ტკივილს, ის უფრო დიდხანს გრძელდება და საწყის სტადიაზევე საჭიროებს მკურნალობას, რათა ასაკთან ერთად არ გაუარესდეს.

ქალებში წელის ტკივილი ყოველთვის ხერხემლის პრობლემებთან და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან არ არის დაკავშირებული. შესაძლოა, პრობლემა გინეკოლოგიური დაავადებები იყოს. თუ ტკივილი ინტენსიურია გავის, საზარდულისა და მუცლის წინა კედლის მიდამოში, აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი. შესაძლებელია საშვილოსნოს მილებსა და საკვერცხეებში ანთებითი პროცესი იყოს განვითარებული.

წელის და საკვერცხის ტკივილი

წელისა და საკვერცხის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი იწვევს, მაგალითად:

● ოვულაციური პერიოდი;

● Მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთება, რომელიც საშვილოსნოს ,საკვერცხეებსა და ფალოპის მილებს მოიცავს;

● ენდომეტრიოზი, ანუ საშვილოსნოს მსგავსი ქსოვილის განვითარება საშვილოსნოს გარეთ;

● საკვერცხის კისტა – სითხიანი შიგთავსის მქონე პათოლოგიური წარმონაქმნი;

წელის ტკივილი ორსულობის დროს

წელის ტკივილი ორსულობის დროს ძალიან ხშირი ჩივილია.ორსულობის დროს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე დატვირთვა იზრდება,ამ პერიოდში გამოყპფილი ჰორმონები სახსრის იოგებს ასუსტებს და შედეგად, ქალების 50-70%-ს ამ პერიოდში წელის ტკივილი აწუხებს. იცვლება სხეულის სიმძიმის ცენტრი, რადგან ნაყოფი იზრდება,დიდხანს დგომა, ჯდომა, წოლა კი ამ ტკივილებს უფრო აძლიერებს. ამ დროს აუცილებელია გამართული სიარული, დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება და რაც მთავარია – შესაბამისი საორსულე ქამრის გამოყენება, რომელიც წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

წელის ტკივილი კაცებში

მამაკაცებში წელის ტკივილის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემაა. ტკივილი წელის არედან იწყება, მუცლის ქვედა მხარეს გადაეცემა,ამ დროს შარდის გამოყოფაც რთულდება. მსგავსი შეგრძნება თან ახლავს აპენდიქსის ანთებას ან შარდ-კენჭოვან დაავადებებს. მამაკაცებში წელის ტკივილის გამომწვევ სხვა მიზეზებს შორისაა: გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, კოქსართროზი და სხვა.

წელის გაციება

ალბათ ხშირად გსმენიათ ჩივილი, რომ წელი “გაუცივდათ” ან “გაუშეშდათ”. ამ მოვლენას წელკავი ჰქვია – მწვავე, ძლიერი და შეტევითი ტკივილი, რომელსაც კუნთების სპაზმი იწვევს. ის ხშირად გამოწვეულია მძიმე საგნების აწევით, უხერხული მოძრაობით, დაცემით ან ავარიით.

როგორ მოვირჩინოთ წელის ტკივილი?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან წელის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი იწვევს და პირველ რიგში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამისი მკურნალობის მეთოდი დაინიშნება. მიუხედავად ამისა, ბევრი პრობლემის მოგვარება წელის კორსეტებისა და ქამრების დახმარებით შეგიძლიათ.

“ახალი ხედვის” წელის ქამრები

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ სხვადახვა დანიშნულების წელის ქამრებსა და კორსეტებს. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

● ორსულობის ბანდაჟი – ზურგისა და წელის არეში დატვირთვას ამსუბუქებს და ტკივილსაც ამცირებს. გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

● სტანდარტული კორსეტი – იცავს წელის არეს (კუნთები, ხერხემლის მალები, მალთაშუა დისკები). გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. ფიქსაციისთვის აქვს პლასტმასის ჩანართი და ღვედები.

● მატყლის წელის კორსეტი – სითბური ეფექტი აქვს და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას წელისა და მუცლის არეში . გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

● ოპერაციის შემდგომი სარტყელი – გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ექიმის დანიშნულებით
გვერდიდან “ახალი ხედვა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *