გუმისმთასთან აფხაზებმა საქართველოს   სადღეგრძელო დალიეს- სოხუმის დაცემის დღე
1 min read

გუმისმთასთან აფხაზებმა საქართველოს სადღეგრძელო დალიეს- სოხუმის დაცემის დღე

1992 წლის დეკემბერი იყო, მაშინ გუმისმთასთან მომდინარეობდა ბრძოლები. ქართველი მეომრები ყოველთვის გმირულად იბრძოდნენ. თუმცა ერთი რამ იყო გასაკვირი,აიღებდნენ სოფლებს და ისევ უკან აბრუნებდნენ. ვერ გაიგებდი, რატომ იძლეოდნენ უკან დახევის ბრძანებას, იმასაც ამბობდნენ, აფხაზეთი გაყიდულიაო, ვის მიერ და რატომ , ამაზე პასუხი სამწუხაროდ დღემდე არ გვაქვს..

კიდევ დიდხანს გაუძლეს ქართველმა მეომრებმა, წელიწადზე მეტ ხანს მიმდინარეობდა აფხაზეთის ომი.

ომის დროს სოხუმში, შტაბში ვიყავი, როგორც სამხედრო ჟურნალისტი, ინფორმაციებს ვაწვდიდი რამდენიმე გაზეთს და ტელევიზიას.
თუმცა ყოველთვის მაოცებდა დაზეპირებული ფრაზები, “სოხუმში სიმშვიდეა”-რომელსაც პრესცენტრის უფროსი წერდა…

მახოვს ერთ დღეს ,ჩვენი ოპერატორი გიორგი პოპიაშვილი შტაბში, გუმისმთის პოზიციების გადაღებიდან დაბრუნდა.

შევამჩნიეთ, გიორგი
რაღაც კარგ განწყობაზე იყო, ხელში ღვინის ბოთლი ეჭირა და ღიღინებდა, პრესსმსახურის უფროსს სოსო მარგიშვილს ეუბნება; ვერ წარმოიდგენ სიდან მოვდივარო,-აფხაზებთან ვიყავიო,
გვეგონა ხუმრობდა… და მოგვიყვა ამბავი, გუმისმთაზე უნიკალური კადრები გადავიღეო.
მაშინ გუმის მთის იქეთ აფხაზები იყვნენ, აქეთ ქართველები.
ეს ის პერიოდია, ცოტახნით შეწყვეტილი იყო სროლები.
მეომარი ბიჭები ისვენებდნენ.
უცებ მეორე მხრიდან დაიძახეს გადმოდითო, სუფრა ჰქონიათ გაშლილი და დაპატიჟეს ქართველები.
გიორგი გადავიდა კამერით, მე მაინც არ მაქვს იარაღიო და არც მესვრიანო.. როგორც კი გადავიდა, ღვინო მიაწოდეს, აფხაზეთის სადღეგრძელო დალიეო. დალია გიორგიმაც ერთიანი საქართველოს სადღეგრძელო აფხაზზეთთან ერთად. აფხაზებმაც დალიეს სადღეგრძელო, ასე უთქვამთ ერთი ქვეყნის შვილები ვართო, უბრალოდ პოლიტიკის ამბავია ყველაფერიო..
ამის შემდეგ გიორგის აჩუქეს ღვინო და წამოვიდა.
სულ ხუმრობდა აფხაზები მე არ მესვრიანო , ისინი ჩემი ძმები არიანო, თან აფხაზურად რაღაც სიმღერას ჩაიღიღინებდა…
1993 წელის გაზაფხულზე ,გიორგი აფხაზეთის ომზე ფილმს იღებდა და დილიდანვე წავიდა გადაღებაზე.

ალბათ ბევრს ემახსოვრება იმ პერიოდში მასიურად იბომბებოდა სოხუმი რუსეთის მიერ.

გიორგის სწორედ ამ დაბომბილი სოხუმის გადაღება სურდა.

საშინელი ამბავი მოხდა, გიორგი ახლოს მივიდა ბომბის გადასაღებად და ბომბი აფეთქდა.
დაიღუპა ჩვენი გიორგი და მასთან ერთად 8 ჟურნალისტი.

ეს იყო ერთი ტრაგიკული ისტორია ჩვენი დროის გმირი ოპერატორის გიორგი პოპიაშვილის. გარდა ამისა, კიდევ რამდენი საჯიშე ბიჭები ჩაიხოცნენ აფხაზეთში.

საბოლოოდ დაიკარგა აფხაზეთი და სოხუმიც დაეცა. აფხაზეთის დაკარგვა ერთ- ერთი ტრაგიკული ფურცელია საქართველოს ისტორიაში. მწარედ მახსოვს 27 სექტემბერი, საშინელი დღე.
ეთერ ბალაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *