1 min read
“რაც ჩვენ დავიწყეთ ყველაფერს გვართმევენ”
ამჟამად მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე ჩართვისას საზოგადოებას გაერთიანების და საარჩევნო პროცესებში მაქსიმალური კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.
“ ყველაფერი, რაც ჩვენ დავიწყეთ ყველაფერს გვართმევენ. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ახლა დავირაზმოთ, გვერდზე გადავდოთ ყველანაირი ინტრიგები, მაქსიმალური კონსოლიდაცია და გაერთიანება, გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვება. საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო!
მე ვარ ძალიან იმედიანად, ისე ბრძოლისუნარიანად, როგორც არასდროს, ისე ჩამოყალიბებული, როგორც არასდროს. ჩემი ამოცანა არის მხოლოდ ერთი – საქართველო დავუბრუნოთ ქართველ ხალხს!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.