თვე: იანვარი 2025
ლილოში მანქანაში მამაკაცი ჩაცხრილეს
მკვლელობა თბილისში – არსებული ინფორმაციით, ლილოში რესტორან “კახელებთან” ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში კაცი ჩაცხრილეს. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს ატყობინებენ, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაცია “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. წყარო: “მთავარი@
არაბთა საემიროებიდან 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა
მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის – “ბურჯ ხალიფას” შემქმნელები, დუბაის შემდეგ ინვესტიციას საქართველოში დებენ. შეთანხმება მიღწეულია, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული – საქართველოში, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა და პროექტებს გონიოსა და თბილისში “ემაარ ჯგუფი” განახორციელებს. ადგილები უკვე შერჩეულია. ასეთი მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. სწორედ ამიტომ, ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ პროექტები ქვეყნის […]
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსაბლეის დატოვება დიდი დანაკლისი არ იქნება საქართველოსთვის”-ირაკლი კობახიძე
“სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი “- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ქართული ოცნების” მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით. პრემიერ- მინისტრის განცხადებით PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა მათთვის განსაკუთრებული დანაკლისი არ იქნება. “ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, საკუთარ ფუნქციას. ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და გუშინდელი გადაწყვეტილებაც არის ამის […]
ლილოს ბაზრობაზე ხანძარია
ამ წუთებში ხანძარია ლილოს ბაზრობაზე, -კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
ევროსაბჭომ საქართველოს დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა აუკრძალა
მოკლედ ევროპამ უკვე დაასანქცირა ჩვენუ მაღალჩუნოსნები და დიპლომატები. ევროკავშირის საბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატებს და ოფიციალურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა აეკრძალათ! სავიზო რეჟიმი შეეხება: •საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, ევროკავშირის ტერიტორიაზე; •საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების წევრებს; •საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; •დიპლომატიური პასპორტების […]
“რეჟიმი და პირადად ივანიშვილი, რომ დამეგმო მილიონ დოლარს მთავაზობდნენ”
“სიმართლის თქმის დროა! ევროპიდან დელეგაცია მეწვია, მე მომიტინგეებთან უნდა გავსულიყავი, “რეჟიმი” და პირადად ივანიშვილი დამეგმო… მილიონი დოლარი იყო ჩემი ღალატის ფასი“ – ლალი მოროშკინამ სკანდალური წერილი გამოაქვეყნა. ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სკანდალური შინაარსის წერილს აქვეყნებს: “სიმართლის თქმის დროა!!! ზაფხულში ევროპიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია მეწვია. საუბარი მხოლოდ ერთ თემას შეეხო – როდესაც კრიტიკული მომენტი დადგებოდა, მე მომიტინგეებთან […]
ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძე ამ დრომდე ვერ იპოვეს
ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. სკოლამ მომხდარზე განცხადება გამოქვეყნა: “2025 წლის 16 იანვარს 22 საათიდან გაუჩინარდა ბათუმის წმინდა ანდრიას სახელობის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე და მას შემდეგ მოზარდს ყველგან ეძებენ. […]თუმცა დაკარგული მოზარდი დღემდე არ გამოჩენილა.
ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ასრულებს “ ცენზურის სისტემას”
ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რომელიც ასრულებს ”ცენზურის სისტემას” პრეზიდენტის განკარგულებაში მთავარია: პრეზიდენტი ტრამპი აპირებს დაიცვას ჩვენი სიტყვის თავისუფლება და დაასრულოს ფედერალური ცენზურა! დაპირებული დაპირებები შესრულებულია! https://www.facebook.com/photo/?fbid=1218775089608372&set=a.422360579249831 ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რომელიც ასრულებს ”ცენზურის სისტემას” სიტყვის თავისუფლების აღდგენა და ფედერალური ცენზურის დასრულება აღმასრულებელი ბრძანება 2025 წლის 20 იანვარი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციითა და კანონებით […]
ტრამპის მიერ გრელანდიაზე კონტროლის შესახებ განზრახვა სერიოზულია
❗️❗️გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შორის სატელეფონო საუბარი „აგრესიულად“ წარიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის და მეტე ფრედერიქსენის სატელეფონო საუბარი გასულ კვირას, ტრამპის ინაუგურაციამდე შედგა და 45 წუთს გაგრძელდა. თეთრ სახლს მაშინ კომენტარი არ გაუკეთებია. საუბრის შემდეგ ფრედერიქსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ […]
ტრამპის ოჯახი და მემკვიდრე
ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს ჰყავთ 18 წლის შვილი – ბარონ ტრამპი. შეიძლება ითქვას, რომ ბარონი დასავლური საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრშია. დასავლური გამოცემები წერენ, რომ კონსერვატიულ წრეებში ბარონ ტრამპი განიხილება, როგორც „იმედის შუქურა“. ბარონ ტრამპის სიმაღლე 2.01 მეტრია და ამის გამო, თავდაპირველად ყველა ელოდა, რომ კალათბურთი მისი გატაცება იქნებოდა, […]