“ყვარელში 2 ჰექტრამდე ვენახი  მაქვს, დამესეტყვა,სესხი ავიღე  და ვერ გადავიხადე, ასე დავრჩი ვალ-აკიდებული”-მიხეილ სააკაშვილი
1 min read

“ყვარელში 2 ჰექტრამდე ვენახი მაქვს, დამესეტყვა,სესხი ავიღე და ვერ გადავიხადე, ასე დავრჩი ვალ-აკიდებული”-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამმჟამად მსჯავრდებულია საკუთარ სიდუხჭირეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს“.
ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს 2 ჰექტრამდე ვენახი. მას ჩემი უმცროსი ძმა გიორგი უვლის. შარშან აიღო ვალი, რათა წესრიგში მოეყვანა იქაურობა. ამ ვალის გასტუმრებას აპირებდა წლევანდელი წლის მოსავლით. სამწუხაროდ ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ასე ყურძნის გარეშე და ვალ-აკიდებული.

ამას იმიტომ ვწერ, რომ კახელების უმეტესი ნაწილი იმავე მდგომარეობაში იმყოფება და ელემენტარული საჭმლის ფული არ აქვს. ვისაც არ დაესეტყვა იმათ ყურძენს ისეთ დამცინავ ფასებში იბარებენ, რომ ასევე ძალიან უჭირთ ვენახის შენახვა.

26-ში კახეთის და ჩვენი მევენახეობის საკითხიც წყდება!“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *