რამ გამოიწვია საქართველოში ავტოავარიების გაზრდილი სტატისტიკა
საქართველოში ავტოავარიების ციფრი კატასტროფულად მაღალია,რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
ჟურნალისტი გოგა ჩანადირი ავტოავარიების გამომწვევ მიზეზებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ერთ კვირაში 8 ახალგაზრდა დაიღუპა საგზაო შემთხვევით, მათ შორის მარტვილში ორსული გოგო.
რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფებიც არიან.
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას.
ეს არის ის ამბავი, რაც მე გავიგე, მაგრამ შესაძლოა, უფრო მძიმეც იყოს სტატისტიკა.
მძღოლები არსად ისე ცუდად არ ექცევიან საკუთარ და სხვის სიციცხლეს, როგორც ჩვენთან.
არსად ისე სუსტად არ მუშაობს პოლიცია საგზაო შემთხვევების მკვეთრად შესამცირებლად, როგორც ჩვენთან.
არსად არის მძოლთა თვითშეგნება ისეთი დაბალი, როგორც ჩვენთან.
ამას ემატება გაუმართავი მანქანების სიმრავლე, ჯერ კიდევ არასაკმარისი ინფრასტრუქტურა საგზაო შემთხვევების შესამცირებლად, ძველი ცოდვები მართვის მოწმობების უკანონოდ და არასამართლიანად გაცემასთან დაკავშირებით.
ამას მოწმობს ყოველწლიური უმძიმესი სტატისტიკა.
გამოფხიზლდით, ყველა ოჯახს ემუქრება საგზაო შემთხვევით გამოწვეული ტრაგედია.
ჩააგონეთ შვილებს, ოჯახის წევრებს, რომ სულ მცირე, ფხიზლებმა მართონ საჭე, სულ მცირე – სიჩქარეს არ გადააჭარბონ.”-წერს გოგა ჩანადირი.
პ.ს იმედია, ვისაც ხელეწიფება საგზაო მოძრაობის კონტროლი გამოფხიზლდებიან და მიხედავენ ამ პრობლემას.