“საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში არის ყველაზე დიდი ნაძირლობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო”
1 min read

“საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში არის ყველაზე დიდი ნაძირლობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო”

მიხეილ სააკაშვილი - პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა - საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირლობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო

პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა. საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირლობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე,უკვე მსჯავრდებულის  პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს,რომ დღევანდელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საშუალებით  რუსეთის  და ასევე ბიძინა ივანიშვილის  დავალებით, დღევანდელი ხელისუფლება „რევანშის აღებას ცდილობს“ და ამით სურთ აგვისტოს ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალეს.

„ივანიშვილმა თავის დროზე სცადა ხელოვნურად პროვოცირება ჰააგაში ჩვენი სამხედროების მიმართ საქმის დაწყების, საქართველომ მოიგო და ივანიშვილმა წააგო, ამიტომ ახლა რუსეთის დავალებით რევანშის აღებას ცდილობს ამ უბადრუკი კომისიით.

2008 წელს პარტნიორები მაფრთხილებდნენ, რომ წავსულიყავი ემიგრაციაში, სხვა შემთხვევაში პუტინი მომკლავდა, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია, არავინ არსად არ წასულა, რითაც გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ამით ვამაყობ.

რაც არ უნდა წყენები გქონდეს, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა” “მე რა შუაში ვარ” პოზიციის დაკავება სრულიად გაუგებარია, როდესაც ქვეყანა სასიკვდილო საფრთხის წინაშეა. ყველა შუაშია, როცა საქართველოს ინტერესებს ეხება საქმე“, – წერს ექსპერიმენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში,რომელსაც რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ საბიუჯეტო თანხების 9 მილიონის  გაფლანგვისათვის 9- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *