ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ  ნავთობის გაძვირება  გამოიწვია
1 min read

ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ნავთობის გაძვირება გამოიწვია

ირანის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობის და ნავთობის მკვეთრი გაძვირების მიუხედავად, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა ამერიკული S&P 500 Index-ის წლიური პროგნოზი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. საინვესტიციო ბანკში მოელიან, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ინდექსის მაჩვენებელი 7,600-იან ნიშნულს მიაღწევს, ანუ ამჟამინდელ შეფასებასთან შედარებით ზრდა 15% იქნება.

Goldman-ის ოპტიმისტური ხედვა კორპორაციული მოგების სტაბილურ ზრდას, ტექნოლოგიური სექტორის დომინაციასა და აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკას ეფუძნება. ბანკის სტრატეგების განმარტებით, ამერიკული ბიზნესი ამჟამად ისეთი ძლიერია, რომ ის ყველა გეოპოლიტიკურ თუ ენერგეტიკულ გამოწვევას მარტივად გადალახავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებობს შიში ინფლაციის დაჩქარებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწესების შესახებ, Goldman Sachs-ის ანალიტიკური დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ამერიკული ეკონომიკის მდგრადობა ამ რისკებს გადაწონის და წამყვანი კომპანიები მაინც რეკორდული შედეგების დაფიქსირებას შეძლებენ.

 

ნავთობის ფასი  ენერგეტიკულ ბირჟაზე იზრდება
ნავთობი საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ზრდას ძალიან სწრაფად იზრდება.
 ამუს მიზეზი ჰორმუზის სრუტის  ბლოკადაა ირანის მიერ,რაც გამოიწვევს     ენერგეტიკულ გლობალურ კრიზისს.
შექმნილი კრიზისიდან  გამოსავალს აშშ პრეზუდენტი დონალდ ტრამპი   საერთაშორისო საზღვაო კოალიციის შექმნაში ხედავს და  ამასვე მოუწოდებს მოკავშირეებს.
ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და სავაჭრო გემების უსაფრთხოების დასაცავად, ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 106 დოლარს გადააჭარბა.
აშშ-ის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას ვეღარ აკონტროლებს და დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართავს,თუმცა ტრამპის განცხადებით, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან: ჩინეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა და რეგიონში სამხედრო ხომალდები გააგზავნონ, რადგან სწორედ ისინი არიან სპარსეთის ყურის ნავთობის ძირითადი მომხმარებლები და არც უშუალოდ ამერიკა.

 პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას  მოკავშირეები არ გამოეხმაურენ და  ნაწილმა უარი განაცხადა გემების გაგზავნაზე.

ენერფეტიკულ ბაზარზე დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს ინფორმაცია ირანის ხარგის კუნძულზე მდებარე ნავთობის ტერმინალზე განხორციელებული დარტყმების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის განმარტებით, სამიზნეს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენდნენ, ინვესტორები შიშობენ, რომ კონფლიქტის ესკალაცია ნავთობის მიწოდებას კრიტიკულად შეამცირებს.

შექმნილი კრიზისის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წევრი ქვეყნები სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლებას გეგმავენ, რათა ბაზარზე დეფიციტი ნაწილობრივ მაინც შეივსოს. თუმცა ეს მოცულობა გლობალური მოთხოვნის ერთი კვირით დასაკმაყოფილებლადაც არ არის საკმარისი.

ამას ემატება ისიც,რომ   ბირჟაზე  ნავთობის ფასი ენერგეტიკულ ბირჟაზე  50%-ით არის გაზრდილი.

ამ პირობებში  ბუნებრივი აირის   გაძვირების მაჩვენებელი საკმაოდ დაიხარჯა და დღეისათვის  საშუალოდ 75%-ს აღწევს და მეგავატ/საათი ენერგიის ღირებულება ევროპაში 52 ევროს აღწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *