ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს
1 min read

ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორნაცია გავრცელდა
გარდაცვლილი იპოვეს ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი, რომლის სახლთანაც მრევლი მუდამ სანთლებით ხელში იდგა..

ბერს მდუმარების აღთქმა ჰქონდა დადებული და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მრევლს მხოლოდ ჟესტებით ესაუბრებოდა.

ნიკოლოზ მაქარაშვილი, რომელიც თავს მეფე ნარიმანს უწოდებდა, ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო.

საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა: “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით „მხსნელი”, ”გადამრჩენელი” და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”…

მის მრევლს მამა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ძალის სწამდა. ამბობდნენ, რომ ის მათ გამოჯანმრთელებაში და პრობლემების დაძლევაში ეხმარებოდა. ხშირად ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლის მიხედვითაც, მამა ნიკოლოზი მრევლს ფულს ურიგებდა. მრევლი დღე-ღამის განმავლობადი მის ფანჯრებთანაც იდგა და გალობდა…

მამა ნიკოლოზი, რომელიც თავს წმინდა მამა გაბრიელის სულიერ შვილად მიიჩნევდა, მის მიერ დაქირავებულ ბინაში ნახეს გარდაცვლილი…

შსსმ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *