ტროტუარზე მანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპა
ქალი, რომელიც თბილისში, ტროტუარზე მანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპა, მიმი კაზალიკაშვილია.
შემთხვევა 21 ივნისს, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა, მომხდარის ამსახველი კადრები კი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
თვითმხილველების ვარაუდოთ,მანქანა რომელიც ქალს დაეჯახა განზრახ ოყო მოწყობილი.
დაჯახების შემდეგ მძღოლმა მანქანიდან ჩანთა აიღო,ტელეფონი ამოიღო და დაშავებულს სურათი გადაუღო ,შემდეგ კი სადღაც დარეკა.
თვითმხილველების მიერ გავრცეკებული ინფორმაციუთ, მანქანა რუსული ნომრებით გადაადგილდებოდა დაღუპული ქალბატონი კი სამხედრო პირი იყო.
იმედია,გამოძიება დაადგენს,იყო თუ არა უბედური შემთხვევა განზრახ მკვლელობა.
როგორც ირკვევა, დადიანის ქუჩაზე გარდაცვლილი ქალი, მიმი კაზალიკაშვილი ვეტერანი გვარდიელი, სერჟანტი იყო.
მისი სამხედრო წარსულისა და პიროვნების შესახებ, თავდაცვის ძალების თანამშრომელმა, კობა გზირიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
“ჩვენო ძველო გვარდიელებო, წეღან გავიგე… “ნახალოვკაში” უცხოელმა ქალმა ტროტუარზე რომ გოგო მიაჭყლიტა, ჩვენი ძველი გვარდიელი, სერჟანტი მიმი კაზალიკაშვილი ყოფილა, ჩვენი მოხევე. ძალიან დამენანა, კარგი გოგო იყო, ნათელში ამყოფოს უფალმა იმქვეყნად…-წერს გზირიშვილი.
მიმი კაზალიკაშვილი ნაძალადევის რაიონში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
