“დრო დადგა!”- ლომისაზე დაკარგული გურამ დადიანიძის პოსტი გავრცელდა
“დრო დადგა” – 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუკგვერდზე პოსტი გამოქვეყნდა.
გურამ (გურიკა) დადიანიძე 2014 წლის ივნისში, 17 წლის ასაკში ლომისის ტაძრიდან ჩამოსვლისას, მლეთა-ლომისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
გურამ დადიანიძის დედის სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში გურამ დადიანიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება და სამძებრო სამუშაოები სრულყოფილად არ ჩატარდა.
