“300 არაგველი იცით? მე მებრძოლი ხალხის ქვეყნიდან ვარ”
1 min read

“300 არაგველი იცით? მე მებრძოლი ხალხის ქვეყნიდან ვარ”

ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ლაშა ბექაური EuroSport-ის ჟურნალისტს ესაუბრა.

ინტერვიუ ფრიად სახალისო გამოვიდა, ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საუბრის დროს ინგლისური და ქართული ენები ერთდროულად გამოიყენა: „სამასი არაგველი – „Do you know?”.ეს მართლაც ამღელვებელი მომენტი იყო ოლიმპიური ჩემპიონისთვის,რომელიც უკვე მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

„ეს სიგიჟე იყო. მე მებრძოლი ვარ, მებრძოლი ხალხის ქვეყნიდან. სამასი არაგველი იცით?“, – მიმართა ბექაურმა ჟურნალისტს.

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა. მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალამდე სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს მოუგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *