შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა
1 min read

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა

შოვის ტრაგედიამ 1 წლის წინ 33 ადამიანი შეიწირა, რას წერენ სოციალურ ქსელში.

“1 წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანი ემსხვერპლა.”

🎨 დარია ცინცაძე
ეს იყო პირველი ფოტო, რაც შოვში ჩასვლისას გადავიღე. იქ მდგომებმა მითხრეს, რომ ეს ბიჭი წუხანდელიდან მოყოლებული ასე დადის და დაკარგულ ძმას ეძებსო.

მაშინ საკუთარი თავი მის ადგილზე წარმოვიდგინე და განცდილ ტკივილთან ერთად, რთული აღმოჩნდა იმის დანახვა, ყველანი რამდენად დაუცველ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

ამას მალევე მოყვა სხვადასხვა უწყების თანამშრომლების მხრიდან თავდასხმები და შევიწროება ჩვენი მისამართით, რომ რეალობა არ აღგვებეჭდა და არ მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის.

ამას დაემატა ყოველ ერთ საათში მაღალჩინოსნების შემთხვევის ადგილზე მოსვლა, ფოტო-ვიდეო გადამღებების თანხლებით და მალევე უკან გაბრუნება. იქვე მდგომი მაშველების საუბარიც: “ნეტავ, საჭმელს მაინც თუ გვაჭმევენ”, რთული მოსასმენი იყო.
-სალონე სიმონია.

შოვის ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ერთი წლის მანძილზე, მსგავსი ბევრგან განმეორდა. სტიქიამ და ასეთ დროს შესაბამისი ორგანოების დაგვიანებულმა ან სულაც უმოქმედობამ ბევრი იმსხვერპლა. ყოველ ჯერზე ეს ბიჭი და ის განცდა მახსენდება, ყველანი რამდენად დაუცველ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *