“მშვიდად იძინე, შოვის მთები საბანს გადაგახურავს, დედაც აქ არის შენს მახლობლად”
შოვის ტრაგედიას სიციალურ ქსელში ეხმაურდბიან.
“მშვიდად იძინე,შოვის მთები საბანს გახურავს
დედაც აქ არის შენს მახლობლად,რად მოიწყინე?
გარესამყარო მოგიჭედავს ვარსკვლავთ სახურავს,
მზე რომ ამოვა ის გაგათბობს,გთხოვ მოითმინე.
დედი მძიმეა ეს ლოდები,ვეღარ ვერევი..
გახსოვს?? დამპირდი იმ ახალი ზღაპრის მოყოლას,
ძლიერ შემცივდა,შენს თბილ კალთას ვეღარ ველევი,
დედი ატირდი?? შენს თვალებზე ცრემლი მოგორავს.
მიწა იძროდა,დარდისაგან გულგაპობილი,
სინდისის ქენჯნა დასტყობია ბუბას მწვერვალებს,
იყო გოდება სიკვდილისგან უარყოფილი,
ჭანჭახის წყალიც დაღვრემილა აღარ მძვინვარებს.
ეს მთის ნამია,ასე იცის როცა ღამდება,
და მერე ნისლი შემოგვახვევს მის თავსაბურავს,
ყველა სიცოცხლე ზღაპრულადვე როდი მთავრდება,
მშვიდად იძინე,შოვის მთები საბანს გახურავს.
3.08.23 გ.სოფრომაძე