“ოლიგარქ ივანიშვილს სურდა ჩემი და ქართველი სამხედრების ომის დაწყებაში დადანაშაულება”
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ე. წ ყოფილი მთავარსარდალი, ამჟამად მსჯავრდებული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს რომ დღევანდელ ხელისუფლებას მისი რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
@დღეს დიქტატორის ხელისუფლებამ მორიგი ღალატის მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც უკვე მერამდენედ საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა და რუსეთს დაპირდა, რომ გამოიძიებს.
რაც შეეხება გამოძიებას, მინდა ყველას გავახსენო, რომ ივანიშვილის დავალებით საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩემთვის და ქართველი სამხედროებისთვის ბრალი წაეყენებინა, თუმცა ოლიგარქს არაფერი გამოუვიდა და ჰააგამ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ საქართველოს არაფერი დაურღვევია. სამაგიეროდ, რუს სამხედროებზე დაპატიმრების ორდერები გაიცა.
ყოველი დღე დიქტატორის ხელისუფლებაში ყოფნის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის სასიკვდილოდ საშიშია.
ძალა ერთობაშია!“-წერს მიხეილ სააკაშვილი