ქართველს არ ესროლა და აწამეს- აგვისტოს იმის გმირი დათო ყამარაული
დათო ყამარაული რუსეთის მოქალაქე იყო. 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ჯარში მსახურობდა. ღამით მისი სამხედრო ნაწილი ცხინვალში გადმოისროლეს. ადგილზე მისვლისას მეთაურმა უთხრათ, რომ ქართველი ფაშისტების წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ. დათომ ბრძოლაზე უარი თქვა. ვიდრე ვაზნები ჰქონდა, თავს იცავდა, მერე დაჭრეს, ჯერ ადგილზე აწამეს, შემდეგ მისი წამება фсб-ს ვლადიკავკაზის იზოლატორში გააგრძელეს. წამების შედეგად დათო დაიღუპა. მომხდარიდან 40 დღეში დათოს დედა გარდაიცვალა, მალევე მამაც (პოსტის ავტორი პაატა ყამარაულია).
ლექსი “გოგოლეთ დათო” თამაზ ქუშაშვილმა 2020 წელს დაწერა ⤵️
თავის სამშობლოს უჯიგროდ,
გაზრდა ვინა თქო შვილისა?!
არ დეელევა ქართველებს,
ვაჟკაცნი გმირის სულისა.
ამბავი უნდა ვიცოდეთ,
სუყველაჲ გმირის წვლილისა,
სადა გყოვ დასაკარგები?!
ან დრო სადა გოქ ძილისა?
გმირების სულებს ბრწყინვალეს,
როგორც მზეს გაზაფხულისა,
ნუ ვკარგავთ, შვილებს მოვუყვეთ,
მკერდჩი რეჩხი ქნას გულისა.
სულმუდამ ჰყავდა გმირები,
სამშობლოს ჩვენსა ბედკრულსა,
დუშმანი არ გველეოდა,
მუსრავდნენ შიშ-დაზაფრულსა.
ამბავი მინდა მაგიყვეთ,
ვაჟკაც მოჴევე ბალღისა,
ქართული სულისკვეთებით,
მუდამ სიცოცხლე ლაღისა.
დათო ექვინა სახელი,
ყამარაულის გვარისა,
გოგოლეთ უშანგის შვილი,
ძირით, კარკუჩით არისა.
ვლადიკავკაზჩი მაცხოვრებს,
დრო მოუვიდა ჯარისა,
ჩეჩნეთს იჴდიდა სამსახურს,
დამცველად გროზნოს კარისა.
მაგას დეემთხვა, ტიალი,
დრო, სამაჩაბლოს ომისა,
გროზნოდან ჯავას გარეკეს,
ბრძანება გასცეს ბრძოლისა.
დათომ სულზე არ დაიდვა,
ცოდვა ქართველზე სროლისა,
რუსები დათოს ვერ სწონენ,
ზარი აქვთ შიშის, ძრწოლისა.
რუსებს ვერ ეყოთ სიმხნევე,
გატეხვის, ჴევის შვილისა,
ოსებს მიჰყიდეს მზაკვრულად,
ეშმაკთან მყოფთა წილისა.
ჯოჯოხეთურად აწამეს,
გატეხვა უნდათ სულისა.
არ ტყდება მოჴევის სული,
ბალღია ქრისტეს რჯულისა.
დაჟინებიან ოსები,
გრძნობა ჰკლავთ ბოღმა-შურისა,
ქართველებისკე ისროლას,
ჰგონიათ თავის ჯურისა.
არა ქნა არ საკადრები,
ქართველს გული აქვს რკინისა,
სამშობლოს ტყვიას არ ვესვრი!
სცემენ… ის კი დასცინისა.
ცემა-წამებით დამთავრდა,
ყოფა მოჴევე გმირისა,
ანწუხელიძის დაკარგვას,
სამშობლო დღესაც სტირისა.
ყამარაულიც იცოდეთ,
გმირთა ზიარი ჭირისა,
იგივე საქციელი ქნა,
ვაჟკაცმა ქართულ ძირისა.
ჯავას წამებით მაკლული,
ასარევად გზა-კოლისა,
გროზნოჩი გადაასვენეს,
ბრიყვთა სახვევად თოლისა.
ვლადიკავკაზჩი დაკრძალეს,
ასცდა კარკუჩის მიწასა,
გმირი, ზეცაჩიც გმირია,
იქაც სამშობლოს იცავსა.
გამწარებულსა ოჯახსა,
ჭირი არ აცდენს ბნელ გზასა,
ორმოცი არ გაჰჴდომია,
დედაც თან გაჰყვა ზეცასა.
ეგეთ ბედს მტერს არ ვუსურვებ,
გოგოლეთ უშანგისასა,
შვილის და ცოლის დაკარგვას,
დაქცევას ოჯახისასა.
თვითონაც ჩქარვე გზას გაჰყვა,
ცოლ-შვილთან, სამოთხისასა,
უფალი გმირებს აცხონებს,
მიმდევართ ქრისტეს გზისასა.
უფალო, მშვიდობა მოგვეც,
ჯავრს ნუ გოგოტან მტრისასა,
გვიმრავლე ეგეთი გმირნი,
სწყალობდე ჩვენის მჴრისასა.
წყარო: გვერდი”გალა@