ორივე მხარეს საქართველოა
ვინც ყოფიხართ ამ საზღცართან მუხვდებით, რაოდენ დიდი ტკივილი და განცდაა, რომ უყურებდე შორიდან შენს სქხლს და ეზოს და იქ ვერ მიდიოდე, არადა, ეს მადროებითია ეს მავთულხლართები.საუკუნეების მანძილზე ბევრი შინაური თუ გარეული მტერი ცდილობდა და მერე როგორ ცდილობდა და ცდილობს ახლაც,მოგვსპონ,გაგვანადგურონ,ამოგვძირკვონ,ჯვარს გვაცვან,წაგვართვან ენა,მამული,სარწმუნოება,წაგვართვან ეროვნება,გაგვყარონ სამუდამოდ ქვეყნიდან,დაგვავიწყონ ჩვენი წარსული,აწმყო,მომავალი,გაგვიყალბონ და მოგვპარონ ისტორია(რაც მოგვპარეს და მიითვისეს ის კიდევ სხვა თემაა) მაგრამ სასწაული არ იყო და არის? ყველაფერს გავუძელით,ყველაფერი ავიტანეთ და გადავიტანეთ,ყველა ნაძირალა,გამყიდველ მოღალატეს გავუმკლავდით და მოვედით დღემდე.მიუხედავად იმისა,რომ მსოფლიოს ყველა წერტილში არიან მიმოფანტული ქართველები,როგორ კარგადაც არ უნდა გრძნობდნენ,ყველას მაინც სამშობლო უხმობს,მაგნიტივით იზიდავს ის ცა,ის ჰაერი,ის მიწა,რომელიც არსად არ არის და არავის არ აქვს.ამიტომ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ,კვლავ გავერთიანდებით,კვლავ გავმრავლდებით…და არ არსებობს ძალა,არანაირი ბოროტება ვინც მიაღწევს იმას,რასაც ვერ მიაღწია ვერანაირმა შინაურგარეულმა გარეწარმა.უფალი ვიწამოთ ჩემო ქართველებო,ერთმანეთი შევიყვაროთ,გავიტანოთ და ერთად ყველაფერს შევხლებთ.”