ალენ  დელონი:”ბევრი ვიტანჯე,ბევრი შევცდი, მაგრამ მიყვარდა”
1 min read

ალენ დელონი:”ბევრი ვიტანჯე,ბევრი შევცდი, მაგრამ მიყვარდა”

დღეს ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჯერ კიდევ 2019 წელს ინსულტი მიღების შემდეგ შვეიცარიაში ცხოვრობდა და სიცოცხლის დასრულებას ევთანაზიით ფიქრობდა. ევთანაზია სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულების პრაქტიკაა, რომლის დროსაც ადამიანი სიკვდილს თავისი ნებით , ირჩევს. თუმცა ბოლო დროს რვთაბაზია გადაიფიქრა.ბოლოს ალენმა ევთანაზიუთ სიკვდილი გადაიფიქრა.

ახლა ცოტა რამ დელონის ბიოგრაფიაზე, ალენ დელონი საფრანგეთში 1935 წელს დაიბადაჰ) —იგი იყო ფრანგი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი.
გარდა ამისა, იგი იყო კოლექციონერი, გატაცებულია დოღით, ორგანიზატორია კრივის ჩემპიონატის. 1999 წლიდან ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა: საფრანგეთისა და შვეიცარიის. ალენ დელონი კინომატოგრაფიის ისტორიაში შევიდა როგორც ლამაზი, მეამბოხე, ენიგმატური და ფატალური მამაკაცი.

შესრულებული როლები:

კი­ნო­დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ დე­ლო­ნი მარკ ალეგ­რემ გა­და­ი­ღო ფილმში – Be Beautiful But Shut Up, მაგ­რამ ძმე­ბი ალეგ­რე­ბის ფილ­მებ­ში პა­ტა­რა რო­ლებს ალე­ნის­თვის აღი­ა­რე­ბა არ მო­უ­ტა­ნია. ნამ­დვი­ლი აღი­ა­რე­ბა მსა­ხი­ობ­თან 1960 წელს მო­ვი­და, რო­დე­საც შედ­გა რენე კლე­ი­მა­ნის დე­ტექ­ტი­უ­რი სუ­რა­თის Purple Noon (Plein soleil) პრე­მი­ე­რა. მა­შინ ალა­პა­რაკ­დნენ დე­ლონ­ზე, რო­გორც ნიჭ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს ეხა­მე­ბო­და “ეშ­მა­კის სული” და “ან­გე­ლო­ზის სახე”. მსოფ­ლიო კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ დე­ლო­ნი საფ­რან­გე­თის გა­რე­თაც გა­იც­ნეს. ამ დროს დე­ლო­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას იღებს ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რის­გან – ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტის­გან. ასე და­ი­წყო იტა­ლი­უ­რი ხანა დე­ლო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

60 -იან წლებ­ში მას ყო­ველ წელს იღე­ბენ ფილმში. დე­ლო­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ამ პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბია: “როკო და მისი ძმე­ბი”; “ლე­ო­პარ­დი”; “მე­ლო­დია სარ­და­ფი­დან”; “დაჩ­რდილ­ვა”; “შავი ტიტა”…

ჰოლივუდი და ალენი

1965 წელს დე­ლო­ნი ბო­ლოს და ბო­ლოს ხვდე­ბა ჰო­ლი­ვუდ­ში, მაგ­რამ აქ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბულ ფილ­მებს დიდი წარ­მა­ტე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ბე­დის ირო­ნი­ით, საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მსა­ხი­ობს რამ­დე­ნი­მე როლი შეს­თა­ვა­ზეს – “სა­მუ­რაი”; “თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბელ­ნი”, “აუზი”, “სი­ცი­ლი­უ­რი კლა­ნი”…

მომ­დევ­ნო 3 ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ლონ­მა 50-ზე მეტ ფილმში ითა­მა­შა. ასე­ვე, მან ბედი სცა­და რო­გორც რე­ჟი­სორ­მა, პრო­დუ­სერ­მა და სცე­ნა­რის­ტმა. ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სექს-სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და და ბევ­რი მან­დი­ლოს­ნის გულ­თამ­პყრო­ბე­ლიც იყო.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

“ბევ­რი ვი­ტან­ჯე, ბევ­რჯერ შევ­ცდი, მაგ­რამ მიყ­ვარ­და” – ასე, ერთი ფრა­ზით აღ­წე­რა მსა­ხი­ობ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა.

რამ­დე­ნი ქალი არ­სე­ბობ­და მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში? ოფი­ცი­ა­ლუ­რად დე­ლო­ნი 3 ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, კი­დევ ორი ქალი იყო, რო­მელ­თაც არა­ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ალენ დე­ლო­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე.

ალე­ნის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლი და უზო­მოდ ქა­ლუ­რი, ავ­სტრი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი რომი შნა­ი­დე­რი იყო.
შნა­ი­დე­რი დე­ლონ­მა ფილმ “კრის­ტი­ნას” გა­და­ღე­ბა­ზე 1958 წელს გა­იც­ნო. წყვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ 6 წლის შემ­დეგ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.
შემ­დეგ იყო რო­მა­ნი მსა­ხი­ობ ნი­კოს­თან, რო­მელ­მაც დე­ლონს 1962 წელს ვაჟი – არი გა­უ­ჩი­ნა.

დე­ლო­ნის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა ჰქონ­და ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რაფ ნა­ტა­ლი ბარ­ტე­მე­ლის­თან. წყვილს შე­ე­ძი­ნა ვაჟი ენ­ტო­ნი, მაგ­რამ მათი ერ­თად ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ 5 წელს (1964 -1969) გაგ­რძელ­და.

1969 წელს დე­ლონ­მა სცა­და ურ­თი­ერ­თო­ბა აღედ­გი­ნა რომი შნა­ი­დერ­თან, მაგ­რამ “გაზ­რდი­ლი” მსა­ხი­ო­ბე­ბი მიხ­ვდნენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი დიდი ხნის წა­სუ­ლი იყო – დარ­ჩე­ნი­ლი იყო მხო­ლოდ თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი.

მა­შინ ალე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა მსა­ხი­ო­ბი მი­რეი დარ­კი. მათი სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა 13 წელს გაგ­რძელ­და, თუმ­ცა დე­ლო­ნი მი­რე­ის ღა­ლა­ტობ­და და გარ­კვე­უ­ლი ხნით ახალ­გაზ­რდა ან პე­რი­ოს­თა­ნაც კი ცხოვ­რობ­და.
მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც დარ­კი კა­ტას­ტრო­ფა­ში მოყ­ვა, დე­ლო­ნი ცოლს და­უბ­რუნ­და და მას გვერ­დით ედგა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე. და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც კი მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­დნენ.

1987 წელს დე­ლონ­მა გა­იც­ნო ჰო­ლან­დი­ე­ლი მო­დე­ლი რო­ზა­ლი ვან ბრე­მე­ნი. ის დე­ლო­ნის მე­სა­მე ცოლი იყო. რო­ზა­ლიმ დე­ლონს ორი შვი­ლი – ქა­ლიშ­ვი­ლი ანუშ­კა და ვაჟი ალენ-ფა­ბი­ე­ნი გა­უ­ჩი­ნა. ამ­ჯე­რად, დე­ლონს სურ­და, რომ თავი ოჯა­ხის­თვის მი­ე­ძღვნა, მაგ­რამ 10 წე­ლი­წად­ში, 1997 წელს, ეს ურ­თი­ერ­თო­ბაც დას­რულ­და.
სიცოცხლის ბოლო წლებში ალენ დელონი განმარტოებით ცხოვრობდა თავის განუყრელ ძაღლებთან ერთად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *