აღიარებს თუ არა დანაშაულს ბექა ჯაიანი?
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს, ეს ამ ეტაპზე ადვოკატისთვისაც უცნობია, ვინაიდან როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, ის ჯაიანს ჯერ არ შეხვედრია, შესაბამისად, მისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით ცნობილი არ არის.
„ჯერ არ ვიცი არაფერი საქმესთან დაკავშირებით. ბრალზეც არ შევსულვარ, ჯერ არ შევხვედრილვარ, გამომძიებელს ველოდები, როცა მზად იქნება ყველაფერი, მერე შევალ. ბრალის წარდგენა ან დღეს იქნება, ან ხვალ. როგორც მითხრეს, იზოლატორშია“, – განაცხადა ადვოკატმა.