“რომ  დავშორდი თავს იკლავდა, ვითომ წამლები დალია“
1 min read

“რომ დავშორდი თავს იკლავდა, ვითომ წამლები დალია“

ინტერნეტში მოკლული კესარია აბრამიძის საუბარი ვრცელდება, რომელიც 1 მაისით თარიღდება.

მეგობართან მიმოწერაში კესარია ბექა ჯაიანზე საუბრობს.

„სულ მეუბნებოდა, ჩემს შემდეგ სხვასთან წახვიდე მაგას ვერ ავიტანო. ეგეთი ტიპია, ავადმყოფი, ხომ ხვდები. დავშორდი, რომ დავშორდი თავს იკლავდა, ვითომ წამლები დალია…“, – ამბობს კესარია. ART Georgia
Pause
-0:29
Mute
HD
More video settings
Report video issue

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს.

26 წლის მამაკაცი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან, მკვლელობიდან მალევე აიყვანეს, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე, საკუთარ სახლში, მოკლული 2 დღის წინ მეზობლებმა ნახეს. მას, ცივი იარაღით, 20-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ბექა ჯაიანის წინააღმდეგ საქმე აღძრულია გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *