1 min read
სოხუმის დაცემის დღე
- სოხუმის დაცემის დღე, საშინელი დღე იყო. რაღაც უცნაური სიჩუმე ჩამოწვა,არც ტელევიზია, არც რადიო აცხადებდა რაიმეს. დილიდან სულ ტელეფონები რეკავდა თავდაცვის სამინისტროში. ცუდი ამბები მოდიოდა, სოხუმში ომის ქარცეცხლი ტრიალებდა… ხალხი გამორბოდა, უიარაღო სოხუმი სისხლისგან იცლებოდა.აფხაზები, რუსები, ჩეჩნები, ადიღეელები,სოხუმელი სომხები და მთელი სამხედრო მანქანა საქართველოს წინააღმდეგ მოდიოდნენ. ქართული ჯარი მაინც იბრძოდა, წელიწადზე მეტი.
სოხუმი ცეცხლის ალში იყო გახვეული,ადამიანები გამორბოდნენ,ჰაერში თვითმფრინავი ააფეთქეს,ყველას დაუნდობლად კლავდნენ.
ძალიან მწარედ მახსოვს ეს დღე, დაცლილ თავდაცვის სამინისტროში ამაოდ რეკდნენ ტელეფონები.სოხუმი დაეცა- საშინელი ცნობა, ჟიული შარტავა და ბიჭები დახვრიტეს.
სოხუმის ქუჩებში სიკვდილის კალოა,რა მძიმე დღეა საქართველოსთვის.შეძრწუნებულია ყველა,აფხაზეთი ჩამოცილდა საქართველოს.300 ათასი დევნილი ენგურს მოაწყდა.რამდენი ბიჭები ჩახოცეს. სოხუმის დახემის დღე ტრაგიკული ფურცელია საქართველოსთვის. მახსოვს თვალცრემლიანი, ძაძებში
