“ვანო მერაბიშვილის ბრძანებით ჰეროინი ჩამაყარეს პირში”-ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმე
- სააკაშვილის რეჟიმის მიერ ადამიანების

გიორგი უდესიანი, ალექსანდრე მუხაძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია,ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბესიკ ხარძიანის წამების საქმეში დღეს დასახელდა. მოკლული ბიზნესმენის შვილმა კომისიის წევრების დასმულ კითხვებსაც უპასუხა. კომისია ასევე დაინტერესდა იმ ფაქტით თუ როგორ მიიღო ხარძიანმა საპატიმროში 120 000 დოლარის ოდენობის სესხი ერთ დღეში “თი ბი სი” ბანკისგან.
კომისიამ დღეს ხარძიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტიც დაკითხა. საპატიმროდან ჩაერთო გია უდესიანის დის ქმარი ზაზა გუგავა.
პირი, რომელიც კუს ტბის წართმევის საქმეში შუამავლის როლს ასრულებდა, დღეს კითხვებზე პასუხებს თავს არიდებდა.
გუგავას მსგავსად კითხვებზე თავის არიდება სცადა უდესიანის ადვოკატმაც.
დავით კვაჭანტირაძემ 2000 დოლარის სანაცვლოდ ბესიკ ხარძიანის მინდობილობა საპატიმროში, კვირა დღეს, ბზობის დღესასწაულზე კანონის დარღვევით გადააფორმა.
უდესიანის ადვოკატის შემდეგ, დეპუტატების წინაშე ისაუბრა ხარძიანების ადვოკატმაც, ლამარა კობალაძემ ახალი გვარები და წამების საქმეში არსებული დეტალები დაასახელა.
როგორც აგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი მედიასთან საუბარისას აცხადებს, კომისია არა ნარტო ბესიკ ხარძიანის,კიდევ ბევრ სხვა დანაშაულებრივს საქმეებზე გააგრძელებს კვლევა- ძიებას და სათანადო პასუხს აგებინებს ყველა იმ პირს, ვინც ათასგვარ დანაშაულობებს სჩადიოდა.
თუ რა მოხდა რეალურად გავიხსენოთ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობამდე პრეისტორიული.

ბესო ხარძიანი გარდაიცვალა – ბიზნესმენი 4-მა ტყვიამ იმსხვერპლა ბიზნესმენ ბესო ხარძიანს ესროლეს. ბიზნესმენი დაჭრილია და რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. Ambebi.ge დეტალების გარკვევას ცდილობს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, მანამდე კი გთავაზობთ ინფორმაციას ბიზნესმენის შესახებ.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა. ის აცხადებდა, რომ ერთ-ერთია იმ ბიზნესმენთაგან, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში უსამართლოდ დააკავეს.
ხარძიანი იმედს გამოთქვამდა, რომ პროკურატურა მისი საქმით დაინტერესდება. ამასთან, აღნიშნულ ინტერვიუში ბიზნესმენმა აღნიშნა, მის დაკავებაში ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი იყო ჩარეული.
“იმედია ახალი პროკურატურის პირობებში დამკითხავენ. დავით ჩხატარაშვილს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს, გიორგი უდესიანთან ერთად კუს ტბა არაბებისთვის 40 მილიონად უნდა მიეყიდა. ამის მტკიცებულება მაქვს, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი იყო ჩარეული, ამიტომ დამიჭირეს და გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება”.
როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, კუს ტბის აქციების იძულებით გადაფორმების შემდეგაც არ გაათვისუფლეს ციხიდან. ხარძიანის განცხადებით, მის საქმესთან პირდაპირ კავშირში იყვნენ გიორგი უდესიანი და ვინმე ქურასბედიანი.
“გამოსვლის შემდეგ შევხვდი ქურასბედიანს, პიროვნება აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ უკვე პროკურატურასთან საქმე “გაიასნებული” გვაქვსო. ჩხატარაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის მრჩეველი იყო და როცა ქურასბედიანმა ეს გვარები მიხსენა, ოჯახში ვესტუმრე ლაშა ნაცვლიშვილს, არ დამხვდა, ჩემი კოორდინატები დავუტოვე, რომ მას აბრალებდნენ და გაერკვია, მაგრამ არ დავუბარებივარ და არ გაურკვევია, ამიტომ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”.
ხარძიანი აცხადებდა, რომ მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ე.წ. მილიონნახევარ დოლარად ნაყიდი “გარაჟიც” ამის შედეგი იყო.
- “აუქციონზე, რომელიც სიღნაღში 2007 წელს გაიმართა, 37 ათასად ღირებული “გარაჟი” მილიონნახევარ დოლარად ვიყიდე. სასტუმრო “საქართველოს” მეპატრონე გახლდით. დირექტორები დაიჭირეს, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გარდაცვლილი მეგობრის მამა იყო. ასეთი ზეწოლის ქვეშ როგორ არ უნდა გადამეხადა? რა უნდა გამეკეთებინა? რა გამოსავალი იყო, როცა დაჭერას მპირდებოდნენ? ფინანსურ პოლიციაში იყო გრიგოლ ფერაძე, ვინც წამიყვანა, ამას გელოვანი, დღევანდელი პარლამენტარი ნიკოლეიშვილი და ვინმე ქარსელაძე ესწრებოდნენ. ასეთი ზეწოლის ქვეშ, როცა დაგიჭერენ ახლობლებს, და გემუქრებიან, სხვა გამოსავალი არაა, ბიზნესიც უნდა გადამერჩინა და საკუთარი ოჯახის წევრებიც”, – იხსენებდა ბიზნესმენი.
იგივე ინტერვიუში ხარძიანმა პატიმრობაში ყოფნის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დათა ახალაია ნასვამ მდგომარეობაში მისული იყო გლდანის ციხის დირექტორთან, რომლის ოთახშიც ბიზნესმენისთვის “ყველაფერი საშინელება უნდა ჩაეტარებინათ”.
“გლდანის ციხის კორპუსიდან გავიქეცი გასასვლელამდე, ვყვიროდი, რომ მოკვლას მიპირებდნენ და ამან შეაფერხა. ორი წელი ციხეში მაწამებდნენ, მაგრამ სულიერად ვერ გამტეხეს. სანამ ე.წ. კარანტინში ვიჯექი, ყოველ დღე მცემდნენ”, – იხსენებდა ბიზნესმენი
წყარო:”ამბები”
