კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება
1 min read

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

ექსპერტიზა ჩაუტარდება ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს.

26 წლის მამაკაცის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მოთავსების შესახებ, საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. ამ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მკვლელობის მომენტში იყო თუ არა ის შერაცხადი.

მოსამართლის განჩინების შემდეგ, ჯაიანს ექსპერტიზის ბიუროში მოათავსებენ. 37 წლის ტრანსგენდერი ქალის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *