
“ბიძინა კობახიძეს ჩემოდნებით გაატანე ფული, გეგონა ამერიკელებსაც იყიდდი”…-გუბაზ სანიკიძე
ერთ დროს მეოცნებე გუბაზ სანიკიძე, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილისაგან მილიონს და უფასო ფულს ელოდა, აწ იმედგაცრუვებულია, მაგრამ პატარ-პატარა სიკეთეებით მაინც ისარგებლა-დეპუტატობას გამოკრა ხელი, პარლამენტში ძილს…როგორც ამბობენ, სხვა ბევრ ფინანსურ კეთილდღეობა და მსუბუქი ავტომობილსაც კი.
ბოლოსბოლოს ,შეპირებულ მილიონს და უფასო ფულს ვერ ეღირსა…
ამის შემდეგ, გუბაზ სანიკიძე ოპოზიციაში გადაბარგდა და მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნა, გაერთიანდა მისთვის მოუღებელ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბლოკში, მიაღწია კვლავ პარლამენტარობას.
ოპოზიციაში გადასვლის დღიდან ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა- გინებაში ათენ- აღამებს.
ამჯერად გადაცემა “აქცენტებში” ისევ ივანიშვილის შესახებ ისაუბრა და მას გაუნათლებელი უწოდა.
“ბიძინა ახლა აღმოაჩინე, რომ ამერიკელებთან ჭიდაობა არ ვარგა? რა ამბავი ჩამოგიტანა კობახიძემ იქედან? ჩემოდნებით გაატანე ფული ალბათ, მოსკოვში რომ ფეესბეს ოფიცრებს ყიდულობდი, გეგონა ამერიკაშიც იყიდდიი… ასე გგონია, მაგრამ ხომ არ იცი არაფერი? იძახით პატრიოტები ვართო და სამშობლო გვიყვარსო… რომელი სამშობლო გიყვარს? სამშობლო რომ გიყვარდეს, მისი ისტორია უნდა იცოდე. რანაირად გიყვართ?აღა მუჰამედ ხანი და შაჰ- აბასი ერთმანეთში რომ აგერი?, 200 წელი აგერია ერთმანეთში.გასაგებია, უტვინო და წერა-კითხვის უცოდინარი ხარ, მიკვირს,როგორ კითხულობ დაწერილს,სიტყვის დამწერიც უტვინო და უცოდინარია.
ბიძინას მასზე უარესი იდიოტები ჰყავს გარშემო.საქართველოს ისტორიის სპეციალისტი როგორ ვერ მოძებნე, ბიძინა!
200 წელი როგორ აგერია? როგორაც ისტორია იცით, ისეთი ქრისტიანები და მორწმუნეები ხართ.რა საერთო გაქვთ ამ ქვეყანასთან, გარდა გენეტიკისა?
ასე, ამ ქვეყანაში კომბოსტოც ამოდის და ნიახურიც. გაგიჭირდა ბიძინა ამერიკელებთან?
ცივი ყოფილა იუპიტერის აბანო? შეგეშინდა?
შენ ხომ მხოლოდ ინსტიქტებით ცხოვრობ, რომლის უფრო გეშინია; რუსების, ქართველი ხალხის თუ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის?ევროპის თუ ამერიკის? არეული გაქვს შიშები, სარკეზე ჩამოაფარე ფარდა, საკუთარი თავი არ დაინახო, უარესად არ შეგეშინდეს…-“აცხადებს ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე გადაცემა “აქცენტებში”