“ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას ღიად მოითხოვს”-შალვა პაპუაშვილი
ბოლო დროს ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ არასახარბიელო განწყობა არაერთხელ დააფიქსირა.გუშინ მიღებულ რეზულუციაში კი,ღიად გააჟეღერა საქართველოს ხელისუფლებისადმი არც თუ ისე კეთილგანწყობილი გზავნილები.
გუშინ მიღებული რეზოლუციის მიხედვით,თუ დღევანდელი ხელისუფლება გაიმარჯვებს მოსალოდნელია ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს:
შალვა პაპუაშვილი:პარლამენტის თავჯდომარე
“ევროკავშირმა პირველი ოფიციალური დოკუმენტი მიიღო, სადაც ევროკავშირისგან საქართველოს მიმართ, პირდაპირ და ღიად არის დაფიქსირებული მოთხოვნა საქართველომ რუსეთის მიმართ.
საქართველოს ხელისუფლებამ სანქციები უნდა დააწესოს რუსეთს.
თუკი აქამდე ევროკავშირის წარმომადგენლები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდნენ, დღეს სანქციების დაწესების მოთხოვნაზე ღიად მიიღეს რეზოლუცია.
ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის ის,თუ რა წნეხის ქვეშ იყო დღევანდელი ხელისუფლება ამ დროის განმავლობაში.
სწორედ ამას ითხოვდნენ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ევროპის ზოგიერთი აქტორები, დახურულ კარს მიღმა.
ამ რეზოლუციის ავტორებმა კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ რუსეთზე სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზიანებს, პირიქით,ამ და სხვა მოთხოვნებს რომ დაჰყოლოდა ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა ეკონომიკურ კოლაბსში ჩავვარდებოდა.
დიდი ალბათობით სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით ქვეყანას.
ამ დროს,ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფი ქვეყნები საქართველოსგან რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას მოითხოვენ.
ქვეყნისგან, რომლის უსაფრთხოება არც ნატოს და არც ევროკავშირის მიერ არ არის დაცული.
კარგად ჩანს, თუ რამდენად აწუხებთ მათ ქართველი ხალხის ბედი.
არჩევნევნევამდე რამდენიმე ხნით ადრე, ამ რეზოლუციის მიღება,გარკვეულწილად ზემოქმედებაა.
თუმცა,ეცროპარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციის მოთხოვნების და ტენდენციების შეჩერებას შეძლებენ.
მადლობას ვუხდი მათ.
მინდა მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ნებას და გარე გავლენებისგან გაათავისუფლონ არჩევნები.
ნუ დაარღვევენ არჩევნების ჩატარების სუვერენულ უფლებას,რაც საერთაშორისო საარჩევნო კანონმდებლობის ფუძემდებლური პრინციპია”-აცხადებს შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლებას.
“ჩემი მტკიცე მოლოდინია,რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ თავისუფალ საარჩევნო ნებას და ასეცე მოუწოდებს ოპოზიციას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი, როგორც დემოკრატიის ვერდიქტი”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.