თვე: დეკემბერი 2024
გავრცელებული (დაუდასტურებელი) ინფორმაციით, “ტვ პირველის” ცემის ბრალდებით დაკავებულია „ფრანკლინის კლუბის“ და ჯგუფ „შეცვალეს“ ერთ-ერთი ლიდერი – სანდრო ქინქლაძე
❗გავრცელებული (დაუდასტურებელი) ინფორმაციით, “ტვ პირველის” ცემის ბრალდებით დაკავებულია „ფრანკლინის კლუბის“ და ჯგუფ „შეცვალეს“ ერთ-ერთი ლიდერი – სანდრო ქინქლაძე.
“ოცნებავ, შეაჩერე ეს სიბოროტე”
“ახლა რაც დამართეს ტვ პირველის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, არის ტერორი მედიისა და საპროტესტო აქციებზე გამოსული ხალხის წინაღმდეგ. სპერაცრაზმელებმა წიხლქვეშ გაიგდეს, სცემეს უდანაშაულო ჟურნალისტები. ოცნებავ! შეაჩერეთ ეს სიბორეტე!”-ჟურნალისტი გოგა ჩანადირი. კადრები, როგორ უსწორდებიან ტვ პირველის ჟურნალისტს. https://www.facebook.com/share/r/s2yjAhmCKyCm8doq/?mibextid=WC7FNe სრული შოკია პ.ს ჩვენ არც მოძალადე წინა ხელისუფლება გვინდოდა და არც მოძალადე ოცნების ხელისუფლება არ […]
ქუთაისში 14 წლის არასრულწლოვანი დააკავეს, რომელმაც გონება დაკარგა, მასზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა
ქუთაისში არასრულწლოვანი,14 წლის ლუკა ჯიბლაძე დააკავესმან გონება დაკარგა დაკავებისას. არასრულწლოვანზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა. ინფორმაციას ქ იმერეთი პრესი ავრცელებს. 📽 imereti press https://www.facebook.com/share/r/7utLhuFAQkCqsEWb/?mibextid=UalRPS
ენტონი ბლინკები- აშშ შეშფოთებულია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით
აშშ და ეუთო-ს მრავალი წევრის შეშფოთება იზიარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით- შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ამას 2014 წლის ავისმომასწავებელი ელფერი დაჰკრავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიასა და რეპრესიებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც […]
ალეკო ელისაშვილი ვივა- მედში გადაიყვანეს
ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზეა დაკავებული, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკა „ვივამედში“ დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ალეკო ელისაშვილს კლინიკაში ასევე რენდგენს გადაუღებენ, ვინაიდან, მას ფერდის არეში აღენიშნება დაზიანებები. ამასთან, პარტიაში აღნიშნავენ, რომ გარდა ფერდისა, მას ნახეთქი დაზიანებები […]
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ხელფასი 16 250 ლარამდე აღარ გაეზრდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ხელფასი 16 250 ლარამდე აღარ გაეზრდება – რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი? საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით თინათინ ბერძენიშვილს ხელფასი აღარ გაეზრდება. როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა თავად ითხოვა, რომ ხელფასი არ გაზრდოდა. 2025 წლის 1 იანვრიდან თინათინ ბერძენიშვილის (დარიცხული) ხელფასი 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე […]
დავით კეზერაშვილმა გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
“მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ”
ელენე ხოშტარია- მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. ყველაფერი გვაქვს, რაც აქციისთვის საჭიროა- ძალიან ბევრი პარალონები, ფოიერვერკები, ამიტომ კიდევ შევიძენთ, მოვიტანთ და ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით”-განაცხადა ნაციონალმა ელენე ხიშტარიამ.
ნიკა გვარამია დააკავეს
რამდენიმე ხნის წინ კიალიცია “ცვლილებებისათვის” ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს.
“უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების გაფიცვის დროა”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლის მოსწავლეებს საპროტესტო გაფიცვისკენ მოუწოდებს. “უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა,მთელი საქართველოს მასშტაბით გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ”-ასე მოუწოდა სალომე ზურაბიშვილმა მოსწავლე ახალგაზრდობას.