“აღშფოთებას გამოვთქვამთ აქციის  დარბევის გამო”-ადვოკატთა პროფკავშირი
1 min read

“აღშფოთებას გამოვთქვამთ აქციის დარბევის გამო”-ადვოკატთა პროფკავშირი

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის განცხადება.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი თევზაძემ გაავრცელა განცხადება საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის სახელით, რომელითაც, გამოთქვამს აღშფოთებას და გმობს სპეცნაზის მიერ რუსთაველის პროსპექტზე აქციის მონაწილეთა და მედიის წარმომადგენელთა დარბევას რასაც სახალხო დამცველმა მხეცური ქმედება უწოდა, როგორც აღნიშნიშნავს, “მიგვაჩნია, რომ შესაბამისი საგამოძიებლო უწყებამ გადაუდებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და მოხდეს კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი რეაგირება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ, და ყველა იმ პირის მიმართ ვინც დაარღვევს კანონს, გვჯერავს, რომ თავად ძალოვანი სტრუქტურების ბევრი თანამშრომლებისათვისაც მიუღებელია მიწაზე წაქცეული პიროვნებაზე ძალადობა და ძალის გადამეტება რასაც ვხედავთ აქციაზე, მოსახლეობას გააჩნია სრულიად ლეგიტიმური უფლებაა გამოხატოს პროტესტი რაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე, საქართველოს კონსტიტუციის 78 მულში ჩაწერილია, რომ “ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოსაყოფად” ამასთანავე ასეთი გადაწყვეტილება დადებითად არ აისახება სამომავლოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და არც საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერინიტეტის გაძლიერების გზაზე”-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *