
“ხელისუფლების საქციელი კითხვებს აჩენს”
ხელისუფლების საქციელი კითხვებს აჩენს!
ის, რომ ბოლო 20 თვის განმავლობაში
(2023 წლის მარტიდან),
ხელისუფლების დიდი ძალისხმევით და სპეციალური
ღონისძიებებით მოხდა ე.წ. “ოპოზიციის” მობილიზაცია/
ორგანიზება, – ეს თავისთავად ცხადია!
ხელისუფლებამ რომ არჩევნებზე ხელოვნურად დასვა
მის მიერ მართული ე.წ. “ოპოზიცია” და სხვებს კი, მათი
სისუსტის გამო, არც კი მიაღებინა არჩევნებში
მონაწილეობა, – ესეც ცხადია!
ის, რომ ხელისუფლებამ ზედიზედ ორჯერ გაიმეორა
ერთი და იგივე შეცდომა (2020-ში და 2024-ში) და
იდენტური პროცესები მივიღეთ, –
ეს ან პოლიტიკური სიშტერის შედეგია
ან
მიზანმიმართული პროვოკაციის!
ის, რომ ქვეყნის უპირველესი კონსტიტუციური პირი, –
ქვეყნისპრემიერ-მინისტრი ნამდვილად არაპოლიტიკოსია
აზროვნებითა და ქცევით, აკეთებს რა ერთი ერთმანეთზე
არასწორ განცხადებებს (დროში და მიზანდასახულობაში
გაუმართლებელს, რადგან ახლა მას კრიზისი აქვს
დასაძლევი) და ამის ნაცვლად, ძაბავს სიტუაციას, –
არანაირად არ ჯდება პოლიტიკური პროფესიული ქცევის
ფარგლებში! მას არ შეუძლია, – არადა, უნდა შეეძლოს, –
მრგვალ მაგიდას მიუჯინოს მხარეები და ღია მსჯელობა
გამართოს კრიზისიდან გამოსვლის გზებზე!
(ა) მას ამის ავტორიტეტი არა აქვს,
(ბ) ის ვერ გრძნობს, თუ რა უნდა აკეთოს შექმნილ
სიტუაციაში.
საქართველოს მოქალაქეები კი ინფორმაციულ ვაკუუმშია
მოქცეული, – გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ნაცვლად,
მოლაპარაკე თავებად “ოცნების” მხარდამჭერი თითქოსდა
არაუჭკკუო, მაგრამ პოლიტიკური აზროვნებით
ტვინგახრეტილი ტიპები საუბრობენ: იმასაც ვერ გრძნობენ,
რომ ახლა საუბარი თუ რა ცუდია “ნაცმოძრაობა” და “რა
კარგია გამარჯვებული “ოცნება”, – პოლიტიკური უმეცრების ტოლფასია და სხვა არაფერი!
არაფორმალური მმართველი კი, რომელიც კვლავ
გავიდა საჯარო სფეროდან და უკვე მერამდენედ შეიყვანა
შეცცდომაში საკუთარი ბრმა მხარდამჭერები, –
ტოვებს პარლამენტს, მაგრამ ყველა სადავე მის ხელშია,
კლავს საჯარო პოლიტიკას და რას აკეთებს, –
სანაძლეოს დავდებ, – მთავრობის მეთაურმა ან/და
პარლამენტის თავმჯდომარემ თუ იცოდეს!
მ თ ა ვ ა რ ი:
(ა) სიტუაცია დაძაბა მთავრობის ოფიციალურმა
განცხადებებმა, ნაცვლად იმისა, რომ განემუხტა
სიტუაცია!
(ბ) მთავრობა დარტყმის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს
უმნიშვნელოვანე სტრუქტურებს: პოლიციას,
სპეცსამსახურს და მას პროვოცირებული ბრბოს
წინაშე აყენებს! (არ შემშლია, – “ბრბო”, რადგან
სხვა სახელი არ ჰქვია შეცდომაში შეყვანილ
არაპოლიტიკურ ახალგაზრდებს, რომლებიც
შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ სახელმწიფოს!)
(გ) ხელისუფლება არ რეაგირებს საქართველოს
პრეზიდეენტის კონსტიტუციის დარღვევით ჯარისადმი
მოწოდებას, რომ ისინი გამოვიდნენ და დაიცვან
მომიტინგეები! გაუგონარი პოლიტიკური სიბეცე და
დანაშაულებრივი მოწოდებაა!
აქედან ელემენტარული დასკვნაა, –
მოხარული ვიქნები, თუ ის არ გამართლდება:
ამ დაძაბვის უკან ხელისუფლება დგას და ვერ ვხედავ
რომ მას გააჩნდეს სიტუაციის კონტროლის ყველა ბერკეტი,
თუ მას ისევ ეს დამპალი “ოპოზიცია” არ მიეხმარა და
ისევე , როგორც “ოცნებამ”, საკუთარი მხარდამჭერების
მოტყუების გზით, აღმოუჩინოს მას დახმარება!
“ოპოზიციის” უზნეობის მთავარი მაჩვენებელი ისაა, რომ
წინა ხაზზე მოტყუებული ახალგარდებია და არა ამ
“პარტიების” წევრები!
ეს უკვე ამაზრზენი თაღლითობაა!
მიზანი?!
მალე გახდება ცნობილი! არ გავუსწრებ მოვლენებს წინ!- წერს ექსპერტი დემურ გიორხრლიძე სოციალურ ქსელში.