
“ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა ყველა წყეული იყოს!”
“ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
- შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მამა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ის ძალადობას გმობს და ამაზე ქადაგების დროსაც საუბრობს.
- გარდა ამისა, აქციის მონაწილეების სხვადასხვა შეძახილის საპასუხოდ კეკელიამ განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ. ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“.
დაპირისპირების დეტალებს გაეცანით ბმულზე”ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს” – მამა შალვა კეკელია (ვიდეო)
https://www.ambebi.ge/article/319818-vinc-rusetis-politikas-emxroba-qvela-cqeuli-iqos/