გიორგი გახარიას სცემეს და ცხვირი მოტეხეს
1 min read

გიორგი გახარიას სცემეს და ცხვირი მოტეხეს

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას სცემეს. ამავე ინფორმაციით, მას თავს „ქართული ოცნების“ წევრები დაესხნენ, სახელდება კონკრეტული გვარებიც.

არსებული ცნობით, შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, რის შემდეგაც გიორგი გახარია სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, პაციენტს გამოხატული ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა.

გავრცელებული ინფორმაციით, არაერთი პიროვნება იყო, არ ვიცი რამდენი იყო, მაგრამ ცოტა არ იყო. სასტუმროს შენობის ფოიეში მოხდა, უნდა იყოს კამერების ჩანაწერებიც, ველოდებით შესაბამისი ორგანოებისგან შესაბამის ინფორმაციას,” – ამბობს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი, არჩილ სამნიძე.

ექიმის განცხადებით, პარტიის ლიდერს ცხვირის ძვლები აქვს გატეხილი, თუმცა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევს. ექიმის თქმით, გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.

“სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, მისი გადმოცემით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კვლევები. აბსოლუტურად იყო კონტაქტური, ადეკვატური, დაზიანება ჰქონდა სახის არეში. საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო, მაგრამ იყო ცხვირის ძვლების მოტეხილობა-“განაცხადა ჯუმბერ ბოლქვაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *