აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს
1 min read

აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს. ისინი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. ასევე “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია მათი აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

“ინტერპრესნიუსი” ცდილობს დეტალები გადაამოწმოს შსს-ში.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სავარაუდოდ დაკავებულია აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.

წყარო:ინტერპრესნიუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *