“უმაღლესი მთავარსარდალი ომიდან გაიქცა,რამაც ჯარის დემორალიზაცია გამოიწვია”
1 min read

“უმაღლესი მთავარსარდალი ომიდან გაიქცა,რამაც ჯარის დემორალიზაცია გამოიწვია”

სამხედრო მაღალჩინოსანმა ზაზა ქოიავამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას პრეზიდენტისა და მთავარსარდლის,მიხეილ სააკაშვილის ომიდან გაქცევის ამბავი გაიხსენა.

“უმაღლესი მთავარსარდალი ომიდან გაიქცა,რამაც ჯარის დემორალიზაცია გამოიწვია.

ეს მოხდა გორში,მეჯვრისხევის ქუჩაზე,საუბარი იმის შესახებ,რომ თითქოსდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავის დაბომბვას დააფრთხო.

ამ დროს ცაში მიფრინავდა მოსკოვი- დუბაი 11 ათასი კილომეტრის სიშორეზე,რომლის ხმასაც პრეზიდენტი ვერ გაიგონებდა. ომის  დროს პრეზიდენტის ჩამოსვლა არ  იყო საჭირო  საბრძოლო მოქმედებების ადგილას,ის თბილისში უნდა მჯდარიყო და იქედან ეხელმძღვანელა ომისთვის.არც თავდაცვის მინისტრი არ უნდა ყოფილიყო ომის ხაზზე და არც გენშტაბის უფროსი,მათ დედაქალაქიდან უნდა ემართათ მოვლენები. მთავარსარდლის გაქცევა ვირუსული გავრცელდა მთელს ჯარში,რამაც ჯარისკაცების მთლიანად დემორალიზაცია გამოიწვია და იმოქმედა ომის ბედზე-ზაზა ქოიავა აგვისტოს იმის ამბებს იხსენებს.

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *