
ნაცრეჟიმის მკვლელობის, წამების და ძალადობის ფაქტები
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია,რომელიც ნაციონალური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულოგებს იძიებს,ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი ძალადობის და სუსასტიკის ფაქტები გამოავლინა.დღითი- დღე იზრდება სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა სია,რომლებიც ძალადობის ფაქტებს აცნობებენ საზოგადოებას.
სააკაშვილის ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულების გაუხმაურებელი ფაქტები – არასრულწლოვან შვილზე ძალადობის მუქარა, 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობა, სერჟანტ როინ შავაძის საქმე, აფრასიძეების შემზარავი ისტორია.
• კილერის პირველი კადრები სასამართლო დარბაზიდან – ბესიკ ხარძიანის საქმე. მთავარი ფიგურანტი დამკვეთს არ ასახელებს. როდის ალაპარაკდება ფარიდ გურბანოვი?
სანდრო გირკვლიანის მკვლელობა
13 წლის წინ, 2006 წლის 28 იანვარს, ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცის გაშიშვლებული და ნაწამები სხეული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკლული იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი, რომელიც წინა ღამით მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად შარდენის ქუჩიდან გაიტაცეს უცნობმა პირებმა ვერცხლისფერი მერსედესით. როგორც იურისტი ანა დოლიძე ამბობს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და მოძრაობამ, რომელიც მოკლულის დედამ, ირინა ენუქიძემ, დაიწყო, საქართველოს ისტორია შეცვალა.
სანდრო გირგვლიანის დედა, 2007 წელს გარდაცვლილი ირინე ენუქიძე, ამტკიცებდა, რომ საბედისწერო კონფლიქტი დაიწყო სუფრასთან „შარდენ-ბარში“, სადაც სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად მიაკითხა თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს, რომელიც იქ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიასთან, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაიასთან, შსს-ს გენინსპექციის უფროს ვასილ სანოძესა და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ბუტა რობაქიძის საქმე
ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საიდუმლოებით მოცული საქმე იხსნება.
2004 წლის⁰ 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მომხდარი მკვლელობის საიდუმლო მასალები 9 წლის შემდეგ ხდება ცნობილი. ამ მკვლელობასთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ახალი ვიდეომასალა მიიტანა, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი-2- მა გაავრცელა. ამასთანავე ტელეკომპანიის განცხადებით მისი ეთერით გასული კადრები ამ გასაიდუმლოებული მკვლელობის სრული ვერსია არ არის. ირაკლი ფირცხალავამ გამოძიებისას დაადგინა, რომ მანქანაში რომელშიც იმყოფებოდა ბუტა რობაქიძე არცერთი მათგანი არ ყოფილა მისი მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო მისი ნაცნობი. ასევე დასძენს ფირცხალავა, რომ რობაქიძე ამ მანქანაში შემთხვევით მოხვედრილი არ არის. აღნიშნული მანქანა შუა დღეს “დინამოს” სტადიონთან მომხდარი ჩხუბის დროს იყო შემჩნეული და იგი ძებნაზე იყო აყვანილი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირბით სულ რამოდენიმე დღის წინ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა და გადაცემა „ვიდეოპატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც მუკბანიანმა 2004 წლის 23 ნოემბერს მომხდარი მკვლებობისას განვითარებული მოვნენები გაიხსენა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე ზეწოლაში დაადანაშაულა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სასამართლომ გირაოს სახით 25 000 ლარი შეუფარდა. ჟურნალისტის განცხადებით, აღნიშული მკვლელობის დეტალების გაჟღერებისაგან თავს იკავებდა იმის გამო, რომ დონაძე მას დაემუქრა ფიზიკური განადგურებით, და რომ მის გვამს ვერ იპოვიდა ვერავინ. ყოფილი ჟურნალისტი დეტალურად ყვება თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბრის ღამეს დიდუბის ეკლესიასთან. პატრულირების დროს ეკიპაჟს მიმაგრებული გადამღები ჯგუფი შეტყობინების საფუძველზე დიდუბის ეკლესიასთან მივიდა. ჟურნალისტმა გოჩა მუკბანიანმა და ოპერატორმა ზურაბ ვასაძემ ადგილზე მუშაობა დაიწყეს. საპატრულო ეკიპაჟს “ბეემვეს”-ს მარკის ავტომობილი ჰყავდათ გაჩერებული, საიდანაც რამდენიმე ახალგაზრდა ეკამათებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, თუ რა გახდა მიზეზი მათი გაჩერების. ამ ყოველივეს გამო მოხდა შელაპარაკება მანქანაში მყოფ პირთა და საპატრული პლიციელების თანამშროლლებს შორის. რის შემდგეგაც პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ბუტა რობაქიძეს ხელები გადაუგრიხა და შემდეგ მოხდა გასროლა. ამასთანავე აქვე დაძენს ჟურნალისტი, რომ მანქანაში იარაღის ნასახიც კი არ იყო და დაინახა თუ როგორ დაეცა მიწაძე ბუტა რობაქიძე. ამ ყოველიეს შემდეგ მოვიდა სხვა საპატრულო ეკიბაჟიც, რომელსაც მოყვა გურამ დონაძე და აიძულა ჟურნალისტი და ოპერატორი მის კუთვნილ ავტომანქანაში ჩამჯდარიყვნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა ზურაბ მიქაძე. მუკბანიანმა განაცხადა, რომ 10 წუთის შემდეგ დაკავებულების ავტომანქანის საბარგული სხვადასხვა ტიპის იარაღით გაავსეს, რის შემდეგაც დონაძემ ოპერატორს უბრძანა გადაეღო აღნიშნული კადრები. ამის შემდეგ მან ჟურნალისტს დაემუქრა, რომ ამ ყოველივეს გაჟღერების შემთხვევაში მას ფიზიკური ლიკვიდაცია ელოდებოდა. ასევე აღსანიშნავია ბუტა რობაქიძის ადვიკატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა მისი დაცის ქვეშ მყოფის მკვლელობა. მისი და ასევე ბუტას მეგობრების მონათხრობიდან ვიგებთ, რომ 23 ნოემბერს, გიორგობა ღამეს ერთ-ერთი მეგობრის სახლში აღნიშნავდნენ დღესასწაულს, სადაც რობაქიძის მამაც იმყოფებოდა. მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ბუტა სახლში მანქანით წაეყვანთ, რის შემდეგაც მოხდა ეს შემზარავი ფაქტი. გამოძიების მასალებიდან ვიგებთ, რომ ბუტა რობაქიძეს პატრულის მიერ ნასროლი ტყვია იღლიაში აქვს მოხვედრილი. ყოველივე აქედან გამომდინარე ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ მანქანიდან გადმოსვლის მომენტში, როცა პატრულმა აიძულა მანქანიდან გადმოსულიყვნენ ბუტას ხელები თავზე ჰქონდა მიდებული, და სწორედ მაშინ მოხდა გასროლა. სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ტყვია იღლიაში მოხვედროდა. ამ ბურუსით მოცულ საქმეში ასევე აღსანიშნავია ის რომ რობაქიძის მკვლელი, რომელიც ამბობს, რომ გასროლა გაუფრთხილებლობით მოხდა და მას მკვლელობა განზრახული არ ჰქონია ჩვენებას ორჯერ ცვლის. მთავარი კი ისაა, რომ მას გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან ათავისუფლებს მოსამართლე. ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმე ბესო ხარძიანის ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც ადეიშვილი ბიზნესმენებს იბარებდა. დაიბარეს და განუცხადეს, კუს ტბაზე რომ ზიხარ, უნდა გადაიხადო 5 მლნ. დოლარიო – მამაჩემმა თანხების მოძიება დაიწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდა.
![]() ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილი ბესო ხარძიანი საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლისა და ქონების წართმევის შესახებ საუბრობს. როგორც ხარძიანის შვილი ჰყვება, მამამისის ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა ბიზნესმენი დაიბარა და კუს ტბის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამასთან ის იხსენებს, რომ იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ წაართვა სასტუმრო. მისივე განცხადებით, მათი სტილი ეს იყო. “ბესო ხარძიანის ისტორია იწყება სადღაც 2006 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, იმდროინდელი გენერალური პროკურორი იბარებდა ბიზნესმენებს. ბესო ხარძიანი ზურაბ ადეიშვილის მეგობარი არ იყო და რა უნდოდა მის კაბინეტში არ ვიცი, მაგრამ დაიბარეს, იქ ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი და პირდაპირ განუცხადეს, რომ კუს ტბაზე რომ ზიხარ უნდა გადაიხადო თანხა. მოგეხსენებათ, კუს ტბა მამაჩემის ერთ-ერთი ბიზნესი იყო, ეს თანხა დაუსახელა- 5 მილიონი დოლარი იყო. როდესაც მამაჩემმა გაიაზრა რაშიც მდგომარეობდა საქმე, წამოვიდა და ამ თანხების მოძიება დაიწყო, რომ გადაეხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა. ინგლისური კომპანიის მეშვეობით ეს თანხა გადაიხადა, იძულებული გახდა, რომ კუს ტბა ჩაედო ამ კომპანიაში და ამ თანხის გადახდა მოხერხდა. 5 მილიონი დოლარიდან მილიონ ხუთასი ათას დოლარად წნორში აყიდინეს გაურკვეველი ავტოფარეხი აუქციონის წესით, სადაც მარტო თვითონ იჯდა ამ აუქციონზე და ასე აყიდინეს ავტოფარეხიც. ასევე, იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ წაგვართვა სასტუმრო “აფხაზეთი” ძველი, ასეთი მდებარეობდა ვაჟაზე, სადაც დედაჩემს, ეკა ნონიკაშვილს ჰქონდა ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ესეც დაგვინგრიეს. ისინი ხელოვნებასაც ეხებოდნენ, დედაჩემის ცეკვის სტუდიაც დაანგრიეს. ათი მესაკუთრე ჰყავდა, მათ შორის, ერთ-ერთი დაიჭირეს და მძევლად ჰყავდათ ეს ერთი ადამიანი და დანარჩენი ცხრა იძულებული გახდა, რომ სახელმწიფოსთვის ერთ ლარად ეჩუქებინათ. ასეთი წესი იყო მაშინ, მათი სტილი ეს იყო და ასე გაგრძელდა ქონების წართმევის ნაწილში”, – განაცხადა ბესო ხარძიანმა.
სხდომაზე უკვე მოუსმინეს ხარძიანის შვილს, შეხვედრაზე მიწვეულები არიან ხარძიანისა და უდესიანის ადვოკატებიც. კომისიის წევრების განცხადებით, განიხილება 2011 წელს, ხარძიანის დაპატიმრების, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რასაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება, ოჯახის დატერორება და ბიზნესის წართმევა მოჰყვა. აფრასიძეების საქმე ფართომასშტაბური სპეცოპერაცია აფრასიძეების სახლში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა – დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-14 სხდომაზე კიდევ ერთი საქმის დეტალები მოისმინეს.
2004 წლის 24 მარტი, დილის 7 საათი, სვანეთის სოფელი ეცერი – შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომელი ფართომასშტაბიან სპეცოპერაციას ატარებს. ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 21 წლის წინ განვითარებული მოვლენები, დღეს, დოდო აფრასიძემ გაიხსენა. სპეცოპერაციის დროს, სახლში 4 მცირეწლოვანი ბავშვი იყო. ლედი და გიორგი აფრასიძეებმა, დღეს, დეტალურად გაიხსენეს 21 წლის წინანდელი მოვლენები, თუ როგორ გადარჩნენ და რა გზის გავლა მოუწია ოჯახს სპეცოპერაციის შემდეგ. |