მართვის მოწმობის აღება მარტივდება
მალე სასიხარულო სიახლე,მათთვის ვისაც მართვის მოწმობის აღება სურს
მართვის მოწმობის აღება მარტივდება

მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის მართვის უფლების მიღება. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა 20 მაისს გამოსცა შესაბამისი ბრძანება.
დღეიდან, 21 მაისიდან გამოსაცდელს თეორიული გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუკი 30 კითხვიდან 25-ს სწორად უპასუხებს.
აქამდე გამოცდის ჩასაბარებლად სულ მცირე 27 სწორი პასუხი იყო საჭირო.
ცვლილებები 15 ივნისიდან ამოქმედდება
- პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, რაც ქალაქში ავტომობილის მართვას გულისხმობს, გამომცდელი კანდიდატს შეცდომის გამოსასწორებლად მისცემს „გონივრულ ვადას“ და მისცემენ მითითებას (მაგ.: „გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“);
- გარდა ამისა, 12 მსუბუქი შეცდომის რაოდენობა გაზრდილია 15-მდე.
- საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად სამი ეტაპის გავლაა საჭირო:
- ტესტირება;
- გამოცდა შსს-ს მიერ გამოყოფილ დახურულ სივრცეში;
- გამოცდა ქალაქში.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 22 მაისიდან, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატს შეეძლება „ქალაქის გამოცდაზე“ რეგისტრაცია.
იმედია,ეს სიახლე გაახარებს იმათ,ვინც ახლა აპირებს მართვის მოწმობის აღებას.
