დააკავეს პოლიციელები,რომლებმაც გორში ახალგაზრდაზე იძალადეს
🔻 ალეკო თოფჩიშვილი, ბექა ადუაშვილი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ბესიკ ქვრივიშვილი | სოციალურ ქსელში გორში მოქალაქეზე მოძალადე პოლიციელების ფოტოები ვრცელდება
💬 “ალეკო თოფჩიშვილი, ბექა ადუაშვილი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ბესიკ ქვრივიშვილი, გორში მოქალაქეზე მოძალადე პოლიციელები!
ეს პოსტი აუცილებლად დამჭირდება თქვენთვის პასუხისგების მოთხოვნისთვის.
არ შეგრჩებათ არაკაცებო !!!!!!!” | წერს თამუნა გიორგაძე და ფოტოებს აქვეყნებს
„ფორმულას“ ჟურნალისტი, ლადო ბიჭაშვილი, რომელმაც გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ჯგუფური ძალადობის კადრები გადაიღო გამოკითხვაზე დაიბარეს
კადრები, რომელიც „ფორმულამ“ გაავრცელა ჩანს, რომ გორში, კომბინატის დასახლებაში, ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებისას პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს
ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა
