გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
🔻 პოლიციელების მიერ გუშინ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ | ინფორმაციას მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს: “პაპუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ის კლინიკაში გადაჰყავს”
🔻 27 მაისს გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს – პაპუნა ლოცულაშვილი – დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. პროკურატურამ 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით 6 პოლიციელი დააკავეს
