რუსთავში არასრულწლოვანმა 50 წლის კაცი მოკლა,რომელმაც არასრულწლოვანზე  იძალადა
1 min read

რუსთავში არასრულწლოვანმა 50 წლის კაცი მოკლა,რომელმაც არასრულწლოვანზე იძალადა

რუსთავში არასრულწლოვანზე   მოხალადე მამაკაცი  მოკლეს

 

“სახლი ორი დღის ნაქირავები ჰქონია იმ კაცს, როგორც კი აიყვანა კარები გადაუკეტავს და დაუწყია ძალადობა. ტანსაცმელს ხდიდა და ეჯაჯგურებოდა. სამზარეულოში ყოფილან, ბავშვს დაუნახავს სამზარეულოს დანა, აუღია და თავდაცვის მიზნით მოუქნევია, მაინც არ ანებებდა თავს, დაჭრილიც კი ცდილობდა ეძალადა სექსუალურად ბავშვზე. პედოფილია, ალბათ, თორემ სხვანაირად როგორ უნდა იძალადო 15 წლის ბიჭზე. პირდაპირ ეუბნებოდა რაც სურდა. ამ კაცს აქ არავინ იცნობდა, 2 დღის ჩამოსული იყო აზერბაიჯანიდან და ამბობდა მშენებელი ვარო” [ტვ პირველი] ამბობს ოჯახის წევრი

დღეს რუსთავში არასრულწლოვანმა 50 წლის კაცი მოკლა. ოჯახის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდზე 50 წლის კაცმა სექსუალური ძალადობა სცადა. მოზარდს ბრალს ოფიციალურად იზოლატორში წარუდგენენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *