
“ გასამართლდეს “ ნაციონალური მოძრაობა”,- რეჟიმი, რომელმაც მოსახლეობას ტერორი, წამება, მკვლელობები და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს”-ბიძინა ივანიშვილი
“ნაციონალური მოძრსობა“ როგორც დამნაშავე ძალა უნდა გასამართლდეს, ამის შესახებ “ ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ 12 წლის განმავლობაში საქართველო ბეწვის ხიდზე ეტარებინა.ჩვენი მოსახლეობის გამარჯვებით და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით.
ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ:
ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;
იმისთვის, რომ საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“;
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, ტრადიციები და ეროვნული ღირებულებები, საჭიროა მართლმადიდებლური სარწმუნოება კონსტიტუციურად იყოს მხარდაჭერილი.
“იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო;
იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი!”
ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას!
უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ“-განაცხადა “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.